Logo

"ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა..." - გოგიტა მელიქიძე მამა აკაკის იხსენებს

"ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა..." - გოგიტა მელიქიძე მამა აკაკის იხსენებს

12/29/2025

ტექსტის ზომა

მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი მელიქიძე, მეტეხის ტაძრის ეზოში, თავისი ხელით დარგული „აკაკის” ხესთან დაკრძალეს.
მამა აკაკის სულიერი შვილები, მისი მრევლი და მეგობრები დიდი სიხარულით შეხვდნენ გადაწყვეტილებას მამა აკაკის ტაძრის ეზოში დაკრძალვის შესახებ.


დეკანოზის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ჟურნალ "სარკესთან" იხსენებს მამა აკაკის ბიძაშვილი, ჟურნალისტი გოგიტა მელიქიძე.

"რომ ვუთხარი, როდის გნახო-მეთქი, მიპასუხა, შაბათს ვიქნები ტაძარში, მსახურებას ჩავატარებ, იქ მოდი და გნახავო. სწორედ იმ შაბათს გარდაიცვალა, როდესაც მსახურება უნდა ჩაეტარებინა და ტაძარში მოასვენეს. ის, რაც თქვა, შეასრულა - ტაძარში დამხვდა…

ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა. ეუბნებოდა, კარგად იქნებით, თქვენი იმედი მაქვს, არ შემარცხვინოთ, ისეთი ქრისტიანები იყავითო…

პასუხი რომ მოვიდა, სადაც ეწერა, მამა აკაკი დაიკრძალოს მეტეხის ტაძრის ეკლესიაშიო, უნდა გენახათ, როგორი აღფრთოვანებული შეხვდა ყველა ამ გადაწყვეტილებას. დავინახე, როგორ ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ, მამა აკაკი ჩვენთან დარჩაო…

რამდენიმე სასწაულს მეც შევსწრებივარ. სულ მეუბნებოდა, არ თქვაო. ახლა დამთავრდა მისი მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულების შესახებ დიახაც ყველამ უნდა გაიგოს," - ამბობს გოგიტა მელიქიძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გოგიტა მელიქიძედეკანოზიმამა აკაკისასწაული
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026