Logo

"რამენაირად უჩემოდ ჩაივლის ეს კიდევ ერთი 26 მაისი" - გიორგი სუხიტაშვილი დამოუკიდებლობის დღეზე

"რამენაირად უჩემოდ ჩაივლის ეს კიდევ ერთი 26 მაისი" - გიორგი სუხიტაშვილი დამოუკიდებლობის დღეზე

05/25/2026

ტექსტის ზომა

გიორგი სუხიტაშვილი ფეისბუქგვერდზე გაზიარებულ ვიდეოში ამბობს, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ რაიმე სახის ღონისძიებებზე, 26 მაისს არ მღერის. მომღერალი მიიჩნევს, რომ ეს არ არის ტრაგედია; ტრაგედია, ქვეყანას, სხვა - სერიოზული თემები აქვს.

გიორგი სუხიტაშვილი: მისვამენ კითხვას, 26 მაისს ვიმღერებ თუ არა სადმე?

ვერა, უკვე მერამდენე წელია, ვერა. თუმცა არ ვთლი, რომ ეს ტრაგედიაა. უჩემოდ რამენაირად ჩაივლის ეს კიდევ ერთი 26 მაისი.

ტრაგედია და ყურადღებამისაქცევი არის ის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრ აქსიომაზე ანუ ძალიან ბევრ ნათელ ჭეშმარიტებაზე, ადამიანებს აქვთ კითხვები. მაგალითად, იმსახურებს თუ არა წამალს ავადმყოფი? უდანაშაულო იმსახურებს თუ არა თავისუფლებას? და ასე შემდეგ. ამაზე რომ სერიოზულად მსჯელობს ხალხი, ესაა ტრაგედია, 26 მაისს მე ვიმღერებ თუ არა, ეგ არ არის ტრაგედია.

ყველას გისურვებთ ნამდვილ დამოუკიდებლობას და ნორმალურ, თავმოყვარე ქვეყანაში ცხოვრებას.

ვიდეო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026