Logo

"რას არ დავთმობდი, ერთხელ მაინც რომ შემეძლოს შენი ჩახუტება" - ბერი ანდრიას დედის ემოციური პოსტი

"რას არ დავთმობდი, ერთხელ მაინც რომ შემეძლოს შენი ჩახუტება" - ბერი ანდრიას დედის ემოციური პოსტი

02/23/2026

ტექსტის ზომა

ბერია ანდრია მილორავა 32 წლის გახდებოდა. უძლურებაში მყოფი 17 წლის ბიჭი, ბერ-მონაზვნად, საწოლში აღიკვეცა. იშვიათ დაავდებას ებრძოდა. რწმენაში მყოფს დრტვინვა არ ჰქონია. ძლიერ ტკივილებს იშვიათი მამაცობით უმკლავდებოდა.

მას შემდეგ 15 წელი გავიდა... ბერის დედა, თინათინ ჩხვიმიანი მარტყოფის მონასტრის ხშირი სტუმარია. მიზეზი ერთია, ტაძრის ეზოს შესასვლელში მისი შვილის სამუდამო განსასვენებელია... საფლავზე გადაღებული ეს ფოტოს გუშინდელია.

დედა თინათინ ჩხვიმიანი

"32 წლის იუბილეს გილოცავ, დე. უშენობა ამ ქვეყნად უმძიმესია, დე!

რას არ დავთმობდი, ერთხელ მაინც რომ შემეძლოს შენი ჩახუტება...

პირველის ერთ წუთზე იცოდი მოლოცვა ყველა დღესასწაულის, დაბადების დღის მოლოცვა განსაკუთრებულად გიყვარდა, ვერავინ დაგასწრებდა...

ჩვიდმეტი ბედნიერი წელი შენთან ერთად და თხუთმეტი ტკივილით სავსე წელი შენს გარეშე..." - წერს დედა თინათინი ფესიბუქზე.

ბერი ანდრია

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026