Logo

რას გვიზიარებს C ვიტამინზე 29 წლის ბლოგერი, რომელმაც თავის ტვინის კიბო დაამარცხა

რას გვიზიარებს C ვიტამინზე 29 წლის ბლოგერი, რომელმაც თავის ტვინის კიბო დაამარცხა

07/13/2026

ტექსტის ზომა

გერმანიაში მცხოვრები 29 წლის ანი ფურცელაძის ისტორია ბევრმა იცის. ბლოგერმა ტვინის სიმსივნეს ბრძოლა გამოუცხადა. მრავალათასიან გამომწერებს მუდმივად უაზიარებს თავის განცდებს, სიახლეებს, ახალ ნაბიჯებს.

ანიმ სიმსივნე დაამარცხა და მან ამის შესახებ სიხარულით ამცნო ყველას.

ანი ფურცელაძეანი ფურცელაძეანი ფურცელაძე

ბლოგერი ჰამბურგიდან აქვეყნებს ვიდეოს და გამომწერებს უყვება სამედიცინო წიგნში წაკითხულზე, თუ რაოდენ სასარგებლოა ვიტამინები ქიმიოთერაპიის დროს.

ანი ფურცელაძე: მე ადამიანებს ვუზიარებ იმას, რაც წავიკითხე, გავიგე, ვისწავლე. მორალური უფლება მაქვს, სხვას ჩემი ისტორია მოვუყვე. ჩემი ჯანმრთელობის მარათონი იქნება თუ კურსი, ყველას წყარო მოჰყვება.

იცით, რომ მე დამიდგინდა თავის ტვინის სიმსიმვნე, მეოთხე სტადია, გლიობლასტომა. მეუბნებოდნენ, რომ ოთხი თვე მაქვს დარჩენილი. დავიწყე ჩემი ჯანმრთელობის შესწავლა, რა გვეხმარება და რა გვაზიანებს.

აქ, ამ წიგნში წერია, რომ დანამატებს, ნუტრიენებს და მედიკამენტებს შეუძლია პოზიტიურად დაეხმაროს ორგანიზმს მუშაობაში.

C ვიტამინს შეუძლია ქიმიოთერაპიის შედეგი გააუმჯობესოს. ჩვენი ექიმები კი ამბობენ, რომ C იტამინი ინტოქსიკაციას იწვევს...

პანკრეასის კიბოს დროს კურკუმას შეუძლია დაეხმაროს თუ მას ქიმიოთერაპიის დროს მიიღებთ.

ასე რომ, თქვენ დაიჯერებთ თუ არა, თქვენზეა დამოკიდებული; ჩემი მისიაა ეს გადმოგცეთ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026