Logo

სასარგებლო რჩევები

რას ნიშნავს E ასოთი დაწყებული სამნიშნა კოდი პროდუქტზე? - ირაკლი არაბული განმარტავს

რას ნიშნავს E ასოთი დაწყებული სამნიშნა კოდი პროდუქტზე? - ირაკლი არაბული განმარტავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კვების პროდუქტების ეტიკეტზე „E“ ასოსა და სამნიშნა კოდის დანახვა, ბევრ მომხმარებელში შიშსა და უნდობლობას იწვევს, რადგან მათ ხშირად სახიფათო ქიმიურ ნაერთებად მიიჩნევენ. რეალურად, ეს სიმბოლოები მხოლოდ ევროკავშირის მიერ აღიარებულ და კონტროლირებად საკვებ დანამატებს აღნიშნავს, რომელთა შორის უამრავი სრულიად უსაფრთხო, ნატურალური ინგრედიენტიცაა.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არის ეს კოდები აუცილებელი კვების ინდუსტრიისთვის და რა როლს ასრულებენ ისინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ირაკლი არაბული

„როდესაც პროდუქტზე ვხედავთ E ასოთი დაწყებულ სამნიშნა კოდს, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლების უმეტესობას ეშინია და გონია, რომ ეს პროდუქტი არის საშიში, ან ქიმიური გზით მიღებული.
რეალურად ეს ასე არ არის...

გაინტერესეთ სინამდვილეში რას ნიშნავს E ასოთი დაწყებული სამნიშნა კოდი, რატომ გამოიყენება კვების ინდუსტრიაში, საშიში არის თუ არა ეს დანამატები ჩვენი ჯანმრთელობისთვის და შესაძლებელია თუ არა პროდუქტის დამზადება ისე, რომ არ გამოვიყენოთ არცერთი საკვები დანამატი?

ეტიკეტი

მოდი დავიწყოთ მთავარი კითხვით: რას ნიშნავს E ასო? ეს არის ევროპული კლასიფიკაციის სისტემა და ევროკავშირისა და ევროპის მიერ დადგენილი საკვები დანამატების სია, რომელიც აღნიშნულია E ასოთი.

ხშირ შემთხვევაში, რაც მომხმარებლებს ჰგონიათ, ეს არ არის ემულგატორები. ემულგატორები ერთ-ერთი საკვები დანამატია, რომელიც სხვადასხვა ნიშნით აღინიშნება. E ნიშნით არის აღნიშნული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროპის მიერ დადგენილი საკვები დანამატები. მაგალითისთვის: E 330 — ლიმონმჟავა, რომელიც, ასე ვთქვათ, კონსერვანტს წარმოადგენს სხვადასხვა პროდუქტებში,“ - განმარტავს ირაკლი არაბული.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

06/18/2026

ეტიკეტიირაკლი არაბულიპროდუქტისურსათი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024