Logo

რას ნიშნავს გამოთქმა „ბაბილონის გოდოლი“?

რას ნიშნავს გამოთქმა „ბაბილონის გოდოლი“?

12/30/2025

ტექსტის ზომა

„ეს რა ბაბილონის გოდოლიაო", იტყვიან ხოლმე, როდესაც ხალხი უწესრიგოდ ფუსფუსებს და ირგვლივ არეულობა და აურზაურია.

გამოთქმა სათავეს ბიბლიური თქმულებიდან იღებს, რომლის მიხედვითაც, ადამიანებმა ღმერთთან მისასვლელად, ძალიან მაღალი კოშკის - გოდოლის აშენება გადაწყვიტეს. მათ სურდათ გოდოლი ცის სიმაღლემდე აეშენებინათ.

თავდაპირველად ადამიანები საქმეს თავს წარმატებულად ართმევდნენ. თუმცა ღმერთს მათი ასეთი თავდაჯერებულობა არ მოეწონა, გოდოლის მშენებლებს საერთო ენა წაართვა და სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა.

ამის შემდეგ მშენებლობა შეწყდა, რადგან ადამიანები ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ.

ბაბილონის გოდოლი

სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები მთელს დედამიწაზე გაიფანტნენ და დასახლდნენ. ადგილს, სადაც ეს ამბავი მოხდა ბაბილონი უწოდეს, რაც ძველებრაულად „არევას“ ნიშნავს.
ამის შემდეგ გახდა „ბაბილონის გოდოლი“ ხმაურის, აურზაურის, სხვადასხვა ენებზე საუბრის სინონიმი და ასე შემორჩა ეს გამოთქმა მეტყველებაში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აურზაურიბაბილონის გოდოლიბიბლიურიგამოთქმა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026