Logo

რას ნიშნავს გამოთქმა „ბეწვის ხიდზე გაიარა“?

რას ნიშნავს გამოთქმა „ბეწვის ხიდზე გაიარა“?

02/03/2026

ტექსტის ზომა

ბეწვის ხიდზე გაიარა - ეს გამოთქმა ხშირად გვესმის, როცა ადამიანი სარისკო საქმეს შეჭიდება ან მძიმე განსაცდელს გაივლის.

გამოთქმა სათავეს ბიბლიიდან იღებს.

ბიბლიური გადმოცემის მიხედვით, ვიდრე ადამიანი სამოთხეში ან ჯოჯოხეთში შევა, მან ადუღებული კუპრის ზღვაზე გადებული ბეწვივით წვრილი და ფაქიზი ხიდი უნდა გაიაროს.

ხიდი

თუ ცოდვილია, ხიდი ჩატყდება, ადამიანი ადუღებულ კუპრში ჩავარდება და სამუდამოდ იქ დარჩება, ხოლო თუ კეთილია და უცოდველი, თავისი კეთილი საქმეები მხარში შეუდგება და მშვიდობიანად გაიყვანს მეორე ნაპირზე.

აქედან იქცა „ბეწვის ხიდი“ ძნელი საქმის, გასაჭირის გადალახვის სიმბოლოდ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ბეწვის ხიდიბიბლიურიგამოთქმახიდი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026