Logo

ეს არ გამოგრჩეთ

რას ნიშნავს გამოთქმა "დამოკლეს მახვილი"

რას ნიშნავს გამოთქმა "დამოკლეს მახვილი"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"დამოკლეს მახვილი"– ეს გამოთქმა მოსალოდნელი საშიშროების, მოახლოებული საფრთხის აღსანიშნად იხმარება.

ფრაზას საფუძვლად ძველი ბერძნული თქმულება უდევს.

სირაკუზის მმართველი დიონისე, მასთან დაახლოებულ პირს–დამოკლეს უბედნიერეს ადამიანად მიაჩნდა. დამოკლე შენატროდა დიონისეს ყოფას და ბედს.

მმართველმა გადაწყვიტა დამოკლესთვის ჭკუა ესწავლებინა. მან მეგობარი თავისთან დაიბარა და ერთი დღით საკუთარი ტახტი და მეფური დიდება შესთავაზა.

დიონისემ წინდაწინ ტახტის ზემოთ, ჭერში, ცხენის ძუით შიშველი მახვილი ჩამოკიდა.

დამოკლეს მახვილი


დამოკლე დაჯდა ტახტზე, აიხედა ზემოთ და დაინახა ჩამოკიდებული მახვილი, რომელიც შეიძლება, ჩამოვარდნილიყო და პირდაპირ თავში ჩასცემოდა.
შეშინებული დამოკლე ტახტიდან მაშინვე წამოხტა და დიონისეს შეევედრა გაეშვა იგი, რადგან აღარ სურდა ისეთი ძალაუფლებით და სიმდიდრით ტკბობა, რომლის თავზეც მუდამ ავისმომასწავებელი, ცხენის ძუაზე დამაგრებული, მომაკვდინებელი მახვილი ეკიდა.
ამ საქციელით დიონისემ მეგობარს მიანიშნა, რომ მმართველის ბედი სახარბიელო არ არის და რომ მას საფრთხე ყოველ წუთს ელოდება.
სწორედ ეს მითი უდევს საფუძვლად დღევანდელ მეტყველებაში გავრცელებულ გამოთქმას - "დამოკლეს მახვილის" შესახებ, რაც გულისხმობს მოსალოდნელ, მოახლოებულ საშიშროებას ძალაუფლების მქონე პირთათვის.

ავტორი: ზმნა

12/19/2025