Logo

რას ნიშნავს გამოთქმა "განტევების ვაცი"?

რას ნიშნავს გამოთქმა "განტევების ვაცი"?

11/13/2025

ტექსტის ზომა

"განტევების ვაცი" - ამ გამოთქმას საფუძვლად ძველი ებრაული რელიგიური წესი დაედო.

ამ წესის მიხედვით, ყოველწლიურად, განსაზღვრულ დღეს, ადამიანები იკრიბებოდნენ და ცოდვების მისატევებლად ლოცვას იწყებდნენ. გამოჰყავდათ ვაცი, რომელსაც შეკრებილები სათითაოდ ეხებოდნენ და ამით თითქოს ვაცზე გადაჰქონდათ საკუთარი ცოდვები.

რიტუალის შემდეგ ვაცს ტყეში უშვებდნენ მგლების დასაგლეჯად.

განტევების ვაცი

ამჟამად, ალეგორიულად, განტევების ვაცს უწოდებენ ისეთ ადამიანს, რომელსაც სხვები შეაწმენდენ ხოლმე ხელს, თავის დანაშაულს გადააბრალებენ და პასუხს აგებინებენ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გამოთქმაგანტევების ვაციიდიომა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026