Logo

რას ნიშნავს გამოთქმა „კაკას ხიდი გაიარა“?

რას ნიშნავს გამოთქმა „კაკას ხიდი გაიარა“?

01/20/2026

ტექსტის ზომა

„კაკას ხიდის გავლა“ - ეს ხატოვანი გამონათქვამი უკვალოდ დაკარგვას, მოუსავლეთში წასვლას, სამუდამოდ გაქრობას ნიშნავს.

გამოთქმის წარმოშობა სათავეს იმ პერიოდიდან იღებს, როცა საქართველოში ფეხი ოსმალებზე ქართველი ტყვეების გაყიდვამ მოიკიდა. გურია-სამეგრელოდან ტყვეები შავი ზღვით გაჰყავდათ, ზემო იმერეთიდან - სააბაშიოს გზით, ხოლო ქვემო იმერეთიდან - კაკას ხიდით.

თუ მოტაცებულ ტყვეს მდევარი კაკას ხიდამდე დაეწეოდა, კიდევ იყო იმედი მისი წართმევის და უკან დაბრუნების, ხოლო თუ მომტაცებელი ტყვესთან ერთად კაკას ხიდს გასცდებოდა, ის უკვე დაკარგულად ითვლებოდა და პოვნის იმედიც გადაწურული იყო.

სოფელ კაკასხიდის სამხრეთით, მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზე. მდინარე ხანისწყალზე დღემდე ფუნქციონირებს, საფრანგეთში XIX საუკუნეში გუსტავ ეიფელის ქარხანაში ჩამოსხმული რკინის საავტომობილო ხიდი, რომელიც „ზეკრის ხეობას ბაღდათის სოფლებთან აკავშირებს.

გამოთქმას „კაკას ხიდი გაიარა“ დღესაც ხმარობენ საქართველოში, ძირითადად იმერეთში.

ასე ამბობენ, როცა საქმე გაფუჭდება, ან საქონელი დაიკარგება, ან ვინმე გარდაიცვლება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გამოთქმათქმულებაიმერეთიკაკას ხიდი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026