Logo

რას ნიშნავს გამოთქმა „პიროსის გამარჯვება“?

რას ნიშნავს გამოთქმა „პიროსის გამარჯვება“?

01/08/2026

ტექსტის ზომა

“პიროსის გამარჯვება” ეს ფრაზეოლოგიზმი აღნიშნავს გამარჯვებას ისეთი დანაკარგებით, რომელიც აბათილებს გამარჯვებით მოპოვებულ უპირატესობას.

გამოთქმა უკავშირდება ძველბერძნულ მმართველსა და სარდალს პიროსს. ძვ.წ. III საუკუნეში პიროსი რომის რესპუბლიკას ებრძოდა და რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლაში მართლაც გაიმარჯვა. თუმცა ეს გამარჯვებები კატასტროფულად ძვირი დაუჯდა - დაკარგა საუკეთესო ჯარი, გამოცდილ მებრძოლები და რესურსი.

ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ მან თქვა: „კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და დავიღუპებით.“

პიროსის გამარჯვება

გამოთქმა დღესაც აქტუალურია, რადგან ის იდეალურად ერგება თანამედროვე ცხოვრებას.

გამოთქმას ხმარობენ ბიზნესში - როცა კომპანია კონკურენტს აჯობებს, მაგრამ ფინანსურად ძალიან იზარალებს;

პოლიტიკაში - როცა ხმაურიან გამარჯვებას, საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერის დაკარგვა მოჰყვება;

ურთიერთობებში - როცა კამათში „გამარჯვების“, შემდეგ ურთიერთობა ინგრევა;

კარიერში - როცა მიზნის მიღწევა ჯანმრთელობის ან პირადი ცხოვრების ფასად ხდება.

გამოთქმა „პიროსის გამარჯვება“ გამოიყენება მაშინ, როცა გამარჯვება იმდენად ძვირად გვიჯდება, რომ საბოლოოდ მარცხის ტოლფასია. ეს ის შემთხვევაა, როცა დაფიქრება გვიწევს, ღირს თუ არა ყოველი გამარჯვება ფასად, რომელსაც ვიხდით.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გამოთქმაპიროსიპიროსის გამარჯვებაფრაზეოლოგიზმი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026