Logo

რას ნიშნავს გამოთქმა „პური და სანახაობა“?

რას ნიშნავს გამოთქმა „პური და სანახაობა“?

01/13/2026

ტექსტის ზომა

გამოთქმა „პური და სანახაობა“ გამოიყენება მაშინ, როცა ვსაუბრობთ ხელისუფლების ან სისტემის მცდელობაზე, ხალხის ყურადღება რეალური პრობლემებიდან გადაიტანოს და იაფი გართობითა და მინიმალური სოციალური უზრუნველყოფით გადაფაროს.

გამოთქმის სათავე ძველ რომში უნდა ვეძებოთ. ლათინურად ის ასე ჟღერს Panem et circenses - ანუ პირდაპირი თარგმანით „პური და ცირკი“.

ძველ რომში ეს გამონათქვამი სახელმწიფო მოღვაწეთა პოლიტიკის დასახასიათებლად გამოიყენებოდა, რომლებიც პლებეებს რომ მოისყიდდნენ ფულის და პროდუქტების დარიგებით, საცირკო სანახაობებითაც (გლადიატორული ბრძოლები) ცდილობდნენ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და ხელისუფლებას ასე ინარჩუნებდნენ.

პური და სანახაობა

“მიეცით ხალხს პური და სანახაობა და ისინი არ აჯანყდებიან,“- “ - ამბობდა რომაელი სატირიკოსი იუვენალისი და ასე ახასიათებდა გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობას.

თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში ეს გამოთქმა სწორედ არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვასა და პოპულიზმს გულისხმობს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გამოთქმაპოლიტიკაპური და სანახაობაძველი რომი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026