Logo

ეს არ გამოგრჩეთ

რას ნიშნავს გამოთქმა „სირაქლემას პოზა“?

რას ნიშნავს გამოთქმა  „სირაქლემას პოზა“?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

„სირაქლემას პოზა“ - ეს გამოთქმა ქართულ მეტყველებაში საკმაოდ პოპულარულია და ხშირად გამოიყენება ისეთ ადამიანზე საუბრისას, რომელიც არსებულ პრობლემას თვალს არიდებს და მის არსებობას არ აღიარებს.

გამოთქმა იმ გავრცელებულ მოსაზრებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, საფრთხის დროს სირაქლემა თავს ქვიშაში მალავს. მოსაზრება, რომაელ ბუნებისმეტყველ პლინიუს უფროსს ეკუთვნის. "სირაქლემების უჭკუობა გასაოცარია. მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეულის დანარჩენი ნაწილები თავზე გაცლებით დიდია, მათი წარმოდგენით, თავის ქვიშაში ჩარგვით, მთელ სხეულს დამალავენ", - წერდა პლინიუსი.

მოგვიანებით, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გავრცელებული მოსაზრება მითია და სინამდვილეში სირაქლემა თავს ქვიშაში სულაც არ მალავს, მაგრამ გამოთქმამ მეტყველებაში ადგილი უკვე დაიკავა და ისეთი ადამიანის სიმბოლოდ იქცა, რომელიც პრობლემას გაურბის, სირთულეებს თვალს არიდებს და რეალობას ვერ ან არ აღიქვამს.

სირაქლემას პოზა

„სირაქლემას პოზა“ ხშირად დაკავშირებულია თავდაჯერების ნაკლებობასთან, რეალობასთან შეჯახების შიშთან, ბრძოლისათვის თავის არიდების სურვილთან.

გამოთქმა შეგვახსენებს, რომ პრობლემაზე თავლის დახუჭვა, ანუ თავის ქვიშაში დამალვა საფრთხე უფროა, ვიდრე გამოსავალი.

ავტორი: ზმნა

12/11/2025