Logo

რას ნიშნავს გამოთქმა „თეთრი ყვავი“?

რას ნიშნავს გამოთქმა „თეთრი ყვავი“?

01/03/2026

ტექსტის ზომა

„თეთრი ყვავს“ უწოდებენ ადამიანს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება გარემოსგან აზრებით, ქცევით, ცხოვრების წესით ან ღირებულებებით. ეს არის ის, ვინც საერთო ფონს არ ერწყმის და სწორედ ამითაა თვალში საცემი.

გამოთქმა ხშირად ატარებს ორაზროვან შინაარსს. ზოგჯერ ის ირონია და დაცინვაა, ზოგჯერ კი გამბედაობისა და ინდივიდუალიზმის სიმბოლო.

გამოთქმა ჯერ კიდევ ანტიკურ ტექსტებში გვხვდება. მას იყენებდა რომაელი პოეტი და სატირიკოსი იუვენალი, როცა საუბრობდა ადამიანებზე, რომლებიც საზოგადოებრივ ნორმებს არ ემორჩილებოდნენ.

რატომ თეთრი ყვავი? - ყვავის ბუნებრივი შავი შეფერილობის გამო, მეტაფორა „თეთრი ყვავი“, უკიდურეს იშვიათობას ნიშნავს. ამიტომ უწოდებენ ასე მათ, ვინც უმრავლესობას არ ჰგავს.

თეთრი ყვავი

საინტერესო ისაა, რომ „თეთრი ყვავი“ ყოველთვის კრიტიკას არ ნიშნავს, ეს ზოგჯერ კომპლიმენტადაც შეიძლება მივიღოთ, რადგან ისტორია გვაჩვენებს, რომ პროგრესი - ახალი იდეები, ხელოვნების ახალი მიმართულებები, სოციალური ცვლილებები, სწორედ უმცირესობიდან იწყება და დღეს მიღებული ნორმების უმეტესობა ოდესღაც სწორედ „თეთრი ყვავების“ იდეები იყო. ხშირად სწორედ განსხვავებულობაა ადამიანის მთავარი ძალა. უბრალოდ დროა საჭირო, რომ საზოგადოებამ ეს დაინახოს.

ასე რომ, „თეთრი ყვავი“ დღევანდელ მეტყველებაში განსხვავებულს, გამორჩეულს, გარემოსთან დაპირისპირებულს ნიშნავს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გამოთქმათეთრი ყვავიიდიომაყავავი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026