Logo

რას ნიშნავს გამოთქმა „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“ ?

რას ნიშნავს გამოთქმა „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“ ?

10/20/2025

ტექსტის ზომა

“ყურებზე ხახვი არ დამაჭრა” - ეს გამოთქმა დაახლოებით ასეთ შინაარსს ატარებს - "ვერაფერს დამაკლებ, არ მეშინია შენი, ვერაფერსაც ვერ მიზამ..."

გამოთქმა უკავშირდება ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ ეპოქაში, მონებს, ურჩ ყმებს ან დამნაშავეებს სასჯელის სახით ყურს აჭრიდნენ, ხოლო მოჭრილი ადგილის შესახორცებლად ხახვს ადებდნენ.

ხახვი ოდითგანვე ერთ-ერთ უძლიერეს სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. ის იყო როგორც ანტისეპტიკი გარეგანი ჭრილობების დასამუშავებლად, ასევე იმუნიტეტის გასაძლიერებელი საკვები.

ამიტომაც, მაშინ როცა მედიცინა, მით უმეტეს მედიკამენტური მკურნალობა კარგად განვითარებული არ იყო, მოჭრილ ყურებზე ხახვის დადება ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა.

ხოლო გამოთქმა - “ყურებზე ხახვი არ დამაჭრა”, დღეს ამ დატვირთვით იხმარება - „ვერ დამიმონებ, ვერაფერს დამაკლებ.“

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ხახვიხახვის დაჭრაყურებზე ხახვის დაჭრა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026