ეს არ გამოგრჩეთ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მამა აბრამის ბატკანი რელიგიაში უდანაშაულო მსხვერპლს აღნიშნავს, ქართულ მეტყველებაში კი ასე ვამბობთ ისეთ ადამიანზე, რომელიც ცდილობს თავი უცოდველად მოგვაჩვენოს, სინამდვილეში კი არც ისე მიამიტია.
ეს გამოთქმა აბრაამისა და ბატკნის ბიბლიურ ლეგენდას უკავშირდება.
ძველი აღთქმის თანახმად, იუდეველთა ერთ–ერთი პატრიარქი აბრაამი ღმერთმა გამოარჩია და უთხრა:
“წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.“
აბრაამი უსიტყვოდ დაემორჩილა უფლის ბრძანებას და ქანაანის გზას დაადგა. წარმართული წარსულის მთლიანად უარყოფის შემდგომ, აბრამი იქცა „აბრაამად“, რაც ნიშნავს „უამრავი ხალხის მამას“, „მამას მრავლისა“. ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ღმერთმა აბრაამს, რწმენისა და ერთგულების გამოსაცდელად, მრავალი განსაცდელი მოუვლინა. ერთხელაც უბრძანა, თავისი საყვარელი ძე მსხვერპლად შეეწირა და დაეწვა.
ისააკი აბრაამის ერთადერთი იმედი იყო, ძალიან უყვარდა იგი, თუმცა მზად იყო ღვთის ეს ბრძანება შეესრულებინა. მაგრამ, უფალმა ანგელოზი მოუვლინა და უთხრა: „
ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ღვთისმოშიში ყოფილხარ – ერთადერთი შვილი გაიმეტე ჩემთვის.“
ამ დროს დაინახა აბრაამმა ბუჩქებში ბატკანი. მან ღმერთს ისააკის ნაცვლად ეს ბატკანი შესწირა და შინისკენ გამოემართა. ასე იქცა ბატკანი ადამიანის სანაცვლოდ „აღსავლენ მსხვერპლად“, აბრაამი კი ქრისტიანულ მწერლობაში, ღვთისადმი უსიტყვო მორჩილების გამო, „რწმენის მამად“ იწოდება.
10/20/2025