ეს არ გამოგრჩეთ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„ტროის ცხენი“ (ქართულ სამეტყველო ენაში გავრცელებული როგორც „ტროას ცხენი“), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ტროის ომის მეათე წელს ბერძნების მიერ აგებული უზარმაზარი ხის ცხენია, რომლის ამბავმაც ჩვენამდე მოაღწია როგორც ადამიანის ცბიერებისა და მუხანათობის სიმბოლომ.
სწორედ „ტროის ცხენმა“ გადაწყვიტა ომის ბედი და ტროელებს დამარცხება მოუტანა. ცხენი ნამდვილი არ ყოფილა. ეს უზარმაზარი, დიდებული ხის ქანდაკება იყო, რომლის ღრუ მუცელშიც რამდენიმე ადამიანის ეტეოდა.
ამ ცხენის შექმნა ბერძენი გმირის, ოდისევსის იდეა ყოფილა და ოდისევსი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ცხენში დაიმალა.
ბერძნებმა ტროელებს თავი მოაჩვენეს, თითქოს ბრძოლას წყვეტდნენ, მეომრებით სავსე ხის ცხენი ქალაქის კარიბჭესთან მიუგორეს, თავიანთი ჯარი კი უკან გააბრუნეს.

ტროელებმა შვებით ამოისუნთქეს, ცხენი ღმერთების საჩუქრად ჩათვალეს და ვაი-ვაგლახით შეაგორეს ქალაქში. ისე გამოვიდა, რომ საკუთარი ხელით გაუღეს კარიბჭე მტერს.
ღამით, როდესაც ტროელებმა ღრმა ძილს მისცეს თავი, ცხენიდან მეომრები გამოვიდნენ, თავიანთ ჯარს ქალაქის გალავნის კარები გაუღეს და ტროა მიწასთან გაასწორეს.
ეს მითი ასახულია ჰომეროსის ეპოსში, ვერგილიუსის — „ენეიდაში“.
გადატანითი მნიშვნელობით „ტროის ცხენი“ - დანაელთა საჩუქარი ნიშნავს მტრისაგან მიძღვნილ საჩუქარს, რითაც იგი მოწინააღმდეგეს მახეს უგებს.
11/16/2025