Logo

"რასაც მინდა იმას ვამბობ, ვიტყვი და გამოვხატავ" - ნატალია ქუთათელაძე

"რასაც მინდა იმას ვამბობ, ვიტყვი და გამოვხატავ" - ნატალია ქუთათელაძე

09/24/2026

ტექსტის ზომა

ნატალია ქუთათელაძე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, თავის მოქალაქეობრივ პოზიციას ხშირად აფიქსირებს. მომღერალი არ ერიდება იყოს კრიტიკული, რაც სიმართლის თქმას, თან ახლავს ხოლმე. ამის გამო, მას ოჯახის წევრები საყვედურობენ. როგროც ის ეკა ჩხეიძის "პირველ სტუდიაში" ჰყვება, პოსტების გამოქვეყნების შემდეგ, ფიქრობს, იქნებ სჯობდა არაფერი დაეწერა და ლეგენდარული ბებიისგან აეღო მაგალითი.

ნატალია ქუთათელაძე: რას სწავლობ ნანისგანო, როცა მკითხეთ, გეტყვით - ვცდილობ, დავიმახსოვრო რთულ სიტუაციებში რანაირად ახერხებს სწორად მოქცევას.

სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო, ოჯახის წევრები ძალიან მაკრიტიკებენ, ნუ წერ, გაჩერდი, გეყოფაო. ხანდახან იმხელა ემოციური მოწოლა მაქვს, ვერ ვჩერდები. მაგრამ ეს რას ცვლის, ეს ხომ მინიმუმის მინიმუმია, რაც ჩვენ შეგვიძლია.

მე რასაც ვითვალისწინებ, ეს არის პიროვნული და პირადი შეურაცხყოფები, ეს მე არ შემიძლია. გამორიცხულია, ვინმეს პირადად რაიმე მივუთითო.

მე ვთვლი, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვაკლია. მაგალითად, ფასების მატებაზე, რაც ჩვენს ყოფას ძალიან ეხება. მარტო იმაზე საუბარი არა, რაც ღირსებაზე გვეხება. მილიონი უსამართლობაა დღეს.

მგონია, რომ ჩვენი შვილების თაობა, მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მთავრობებისგან პასუხს ომახიანად მოითხოვს.

საშინელი სიტუაციაა, გახლეჩვა, რადიკალიზმი, უკიდურესობები. პატარა არ ვარ და ჩემთვის ძალიან რთულია ამის ყურება. პასუხისმგებლობებს ჩემს თავზე და საქციელებზე, ცხადია, თვითონ ვიღებ. რაღაცებზე ადვილად გამოვხატავ აზრს. ეს ჩემთვის დიდი თავისუფლებაა, არავისზე რომ არ ვარ დამოკიდებული. მართლა, რასაც მინდა იმას ვამბობ, ვიტყვი და უკმაყოფილებას გამოვხატავ. ეს მიხარია და ვამაყობ ამით. თუმცა მერე ვფიქრობ, ხომ არ ჯობდა, რომ არაფერი მეთქვა და დამეწერა-მეთქი?

ნანის მაგალითი მიდგება თვალწინ. მან ბევრი მთავრობა, რთული პერიოდები გამოიარა და მაინც შეძლო შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი. არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა. ძალიან ძნელია ამხელა სტატუსის და გავნელის მქონე ადამიანმა ისე იცხოვრო, რომ ვერავინ გასალანძღი ვერ მოგიძებნოს. მგონია, მისი ფიგურა, ასი წლის შემდეგ, სუფთა სახელით დარჩება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026