Logo

რაშა მუკლაშა - ქალი, რომელიც ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ საკუთარმა ვაჟმა მოკლა

რაშა მუკლაშა - ქალი, რომელიც ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ საკუთარმა ვაჟმა მოკლა

10/06/2026

ტექსტის ზომა

სოციალურ ქსელებსა და მართლმადიდებლურ გვერდებზე ბოლო დღეებში კვლავ ვრცელდება 46 წლის რაშა მუკლაშას ტრაგიკული ისტორია.

რაშა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული ქალი იყო, რომელიც მოგვიანებით მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა და სწორედ რელიგიის შეცვლის გამო საკუთარმა შვილებმა მოკლეს.

რაშა მუკლაშა

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რაშა, რადიკალური ისლამის მიმდევარმა სამმა საკუთარმა ვაჟმა ავტომობილით გაიტაცა და ნაზარეთში მდინარე იორდანის პირას თოკით დაახრჩო... და რომ ვაჟებმა დედას სიკვდილის წინ არჩევანი შესთავაზეს - სიკვდილი ან იესო ქრისტეს უარყოფა, დედამ იესო ქრისტე აირჩია და საკუთარი შვილების ხელით შეიმოსა გვირგვინი მოწამეობისა!


შემთხვევა ისრაელში, 2021 წლის 5 აგვისტოს მოხდა.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, რაშა მუკლაშას მკვლელობაში ბრალდებული მისი ერთ-ერთ ვაჟია.


გამოცემა წერს, რომ ქალმა 2006 წელს დატოვა ქმარი და ხუთი შვილი, ქალაქ ზარზირიდან ნოფ-ჰაგალილში გადავიდა საცხოვრებლად და ქრისტიანობა მიიღო. ყოფილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან შვილებთან ურთიერთობა აღადგინა.
თუმცა რაშას ქრისტიანობაზე მოქცევამ მისი ერთ-ერთი ვაჟი, მაშინ 27 წლის მუად ჰიბი ძლიერ გააღიზიანა.

რაშა მუკლაშა

ისრაელის გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 5 აგვისტოს ჰიბმა დედასთან შეხვედრა ნაზარეთის მახლობლად დაგეგმა. შეხვედრაზე მისული დედა მამაკაცმა დედა მანქანაში თოკით ან ხელებით დაახრჩო, შემდეგ კი ცხედარი მდინარე იორდანეს მიმართულებით წაიღო, ორმოში დამარხა და ადგილი ქვებითა და ფოთლებით დაფარა. მოგვიანებით იგი პოლიციის ბლოკპოსტს შეეჯახა და დევნის შემდეგ დააკავეს.


რაშა მუკლაშას ცხედარი დაახლოებით ერთი დღის შემდეგ, მდინარე იორდანეს მახლობლად აღმოაჩინეს.

საქმის გამოძიებისას თავდაპირველად რაშას სამი ვაჟი და კიდევ ერთი ნათესავი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით მთავარი ეჭვმიტანილი მუად ჰიბი გახდა და სწორედ მას წარუდგინეს მკვლელობის ბრალდება. რაშა მუკლაშას ისტორიას მართლმადიდებლური გამოცემების ნაწილი მაშინვე მოწამებრივ სიკვდილად მოიხსენიებდა.


2026 წლის სექტემბერში კი მისი ამბავი ბერძნულ რელიგიურ გვერდებზე ვრცელდება, სადაც რაშას ქრისტესთვის აღსრულებულ „ახალმოწამედ მოიხსენიებენ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

მკვლელობამოწამერაშა მუკლაშაქრისტიანობა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026