Logo

„რატომ აღარ გინდება სექსი ისე, როგორც ადრე?“ - უროლოგი განმარტავს

„რატომ აღარ გინდება სექსი ისე, როგორც ადრე?“ - უროლოგი განმარტავს

09/14/2026

ტექსტის ზომა

სექსუალური სურვილი ყოველთვის მოულოდნელად და თავისთავად არ ჩნდება.

შეიძლება ადრე ინტიმური სიახლოვის სურვილი სპონტანურად გიჩნდებოდათ, ახლა კი ამისთვის მეტი დრო, ემოციური სიახლოვე ან შესაბამისი გარემო გჭირდებოდეთ.

ხშირად სწორედ ეს ცვლილება აჩენს კითხვას „რატომ აღარ მინდება სექსი ისე, როგორც ადრე?“ და ზოგჯერ ეჭვსაც, რომ ურთიერთობაში ან საკუთარ სექსუალურ ჯანმრთელობაში რაღაც შეიცვალა.

უროლოგი სოფიო აბაზაძე განმარტავს, რატომ შეიძლება შეიცვალოს სექსუალური სურვილის წარმოშობის ფორმა, რა ფაქტორები მოქმედებს ლიბიდოზე და რატომ არის ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანი ვკითხოთ საკუთარ თავს არა ის, თუ რატომ არ გვინდა სექსი ყოველთვის? არამედ დავაკვირდეთ, რა პირობებში ჩნდება სექსუალური სურვილი?

სოფიო აბაზაძე

"სექსუალური სურვილი ყოველთვის სპონტანურად არ ჩნდება. ზოგჯერ ასე ხდება - ჯერ გვინდება სექსი და შემდეგ ვიწყებთ ინტიმურ კონტაქტს. ამას სპონტანური სურვილი ეწოდება.

მაგრამ არსებობს საპასუხო სურვილიც (responsive desire) - როდესაც თავიდან ძლიერი სექსუალური სურვილი არ გვაქვს, თუმცა სასურველი სიახლოვის, კოცნის, შეხების ან სხვა ინტიმური სტიმულაციის პროცესში ჩნდება აღგზნება და შემდეგ სურვილიც.

ამიტომ სექსის სპონტანურად არმონდომება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ:

• პარტნიორი აღარ გვიზიდავს;

• სიყვარული გაქრა;

• ლიბიდო აუცილებლად დაქვეითებულია;

• სექსუალური დისფუნქცია გვაქვს.

სექსი

სექსუალურ სურვილზე გავლენას ახდენს სტრესი, დაღლილობა, ძილი, ურთიერთობის ხარისხი, ჯანმრთელობა, ჰორმონული ცვლილებები, მედიკამენტები და ცხოვრების ეტაპი.

თუმცა მნიშვნელოვანია განსხვავება: საპასუხო სურვილი არ ნიშნავს არასასურველ სქესობრივ კონტაქტზე დათანხმებას. ადამიანი შეიძლება ჯერ არ იყოს აღგზნებული, მაგრამ საკუთარი სურვილით უნდოდეს სიახლოვე და შემდეგ გაუჩნდეს სექსუალური სურვილი. თუ მას არც ინტიმური კონტაქტი სურს - მისი „არა“ არის „არა“.

ამიტომ კითხვა ყოველთვის არ უნდა იყოს: „რატომ არ მინდა სექსი თავისით?“ ზოგჯერ გაცილებით მნიშვნელოვანი კითხვაა: „რა პირობებში მიჩნდება სექსუალური სურვილი?“

სექსუალური სურვილი ყველასთვის ერთნაირად არ მუშაობს და ეს შეიძლება სრულიად ნორმალური იყოს," - განმარტავს სოფიო აბაზაძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

განათლებასექსისოფიო აბაზაძეუროლოგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026