Logo

ჯანმრთელობა

რატომ აღარ მოქმედებს ანტიბიოტიკები ისე, როგორც ადრე? - ჯანმოს ახალი კვლევის შედეგები

რატომ აღარ მოქმედებს ანტიბიოტიკები ისე, როგორც ადრე? - ჯანმოს ახალი კვლევის შედეგები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჯანმოს მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა, „მომავლის პრობლემა“ აღარაა და ის უკვე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გლობალურ საფრთხედ იქცა თანამედროვე მედიცინისთვის.

ახალი საერთაშორისო კვლევა ცხადყოფს, რომ ინფექციების მკურნალობა სულ უფრო რთულდება და ეს პრობლემა ყველას გვეხება.

არსებული მდგომარეობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის მკურნალობის ეფექტიანობას და ზრდის გართულებებისა და სიკვდილიანობის რისკს, მათ შორის: ჩვეულებრივი ინფექციების დროს, ქირურგიული ოპერაციებისას, კიბოს, ტრანსპლანტაციისა და ინტენსიური თერაპიების პროცესში.

ჯანმო

კვლევა, რომელიც ჯანმომ მისი გლობალური „ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და ანტიბიოტიკების გამოყენების ზედამხედველობის სისტემის“ ფარგლებში ჩაატარა, 2016–2023 წლების პერიოდში, 110 ქვეყნიდან მიღებულ, 23 მილიონზე მეტ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევას ეყრდნობოდა.

კვლევის მიხედვით ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა გლობალურად იზრდება და ყველაზე გავრცელებულ ინფექციებში (სისხლის, საშარდე გზების, კუჭ-ნაწლავის ინფექციები) ბევრი ბაქტერია უკვე აღარ რეაგირებს ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებზე.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც დიაგნოსტიკა და ალტერნატიული მკურნალობა შეზღუდულია.

ანტიბიოტიკი

ჯანმო შიშობს, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მსოფლიო შესაძლოა დაუბრუნდეს იმ ეპოქას, როცა ჩვეულებრივი ინფექციაც კი სიცოცხლისთვის საშიში იყო.

სპეციალისტების მთავარი რეკომენდაცია ანტიბიოტიკების თვითნებური გამოყენებისგან თავის შეკავებას შეეხება.

  • არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე
  • არ შეწყვიტოთ მკურნალობა თვითნებურად, სიმპტომების გაქრობისთანავე.
  • არ გამოიყენოთ სხვისთვის დანიშნული ანტიბიოტიკი.
  • ყურადღება მიაქციეთ ინფექციის პრევენციას.

გახსოვდეთ, ანტიბიოტიკები უსასრულო რესურსი არ არის. მათი გონივრული გამოყენება დღეს, ნიშნავს იმას, რომ ისინი იმუშავებს ხვალ, როცა ნამდვილად დაგვჭირდება.

ავტორი: ზმნა

12/25/2025

ანტიბიოტიკირეზისტენტობარეკომენდაციაჯანმო
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024