სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ყველას გვსურს, გარშემომყოფები ჩვენს წარმატებასა და ბედნიერებას გულწრფელად იზიარებდნენ, თუმცა რეალობა ხშირად სხვანაირია.
რატომ ხდება, რომ სხვისი ღიმილი ზოგჯერ ჩვენში ფარულ დისკომფორტს იწვევს? საიდან მოდის ეს პარადოქსი, როცა ადამიანები ბედნიერებას გვისურვებენ, მაგრამ მისი მიღწევის შემდეგ გვრიყავენ?
ადამიანური ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე ჩრდილოვან მხარეს ეხება ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე, რომელიც იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც ზოგჯერ სხვისი კეთილდღეობა ადამიანის შინაგან იარებსა და დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს აშიშვლებს.
„ადამიანები გისურვებენ ბედნიერებას, მაგრამ იწყებენ შენს სიძულვილს, როგორც კი ბედნიერი ხდები. ეს არის ძალიან სევდიანი რეალობა, მაგრამ ძალიან ლოგიკური.
აგიხსნით ახლა რატომაც - როცა შენ ბედნიერი ხდები, შენი ბედნიერება არის ფანარი, რომელიც მათ უბედურებას თვალსაჩინოს ხდის. ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ ცუდად ყოფნას, სანამ გვერდზე მას არ დაუყენებ კარგად მყოფ ადამიანს.
ერთი ძალიან მაგარი ისტორიაა: შერლოკ ჰოლმსი ეუბნება უოტსონს: „მე ძალიან მიყვარს შენთან ერთად სეირნობა“. უოტსონს გაუხარდება, კომპლიმენტად მიიღებს და როდესაც ჩაეძიება - „რატომ გიყვარს ჩემთან ერთად სეირნობა?“, შერლოკი თავისი ბასრი, შავი იუმორით პასუხობს: „იმიტომ, რომ შენს გვერდით უფრო მაღალი ვჩანვარ“.
ამიტომაცაა, რომ ადამიანები ხშირად გისურვებენ ბედნიერებას… მაგრამ როგორც კი ბედნიერი ხარ, ზოგისთვის ეს უკვე აუტანელი ხდება," -ამბობს ფსიქოლოგი.
05/25/2026