Logo

რატომ აქვს კოდალას გრძელი ენა?

რატომ აქვს კოდალას გრძელი ენა?

11/04/2025

ტექსტის ზომა

იცოდით, რომ კოდალას ენა განსაკუთრებული სიგრძითა და სტრუქტურით გამოირჩევა? ეს ის შემთხვევაა, როცა ფრინველის ენა ნისკარტზე გაცილებით გრძელია და ზოგჯერ კოდალას სხეულის მთლიანი სიგრძის დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს.

როგორ ფიქრობთ, რა დანიშნულება აქვს კოდალას გრძელ და მოქნილ ენას?

პირველი რა თქმა უნდა ხის ქერქიდან მწერების მარტივად ამოღებაა. ნისკარტში ჩამალული გრძელი ენა კოდალას ეხმარება ღრმად შეაღწიოს ნაპრალებში ხოჭოების, მატლების და სხვა ძვირფასი ნადავლის საძებნელად.

ასეთი გრძელი ენის შედარებით პატარა თავში შენახვა რთულია და კოდალას ამის მისაღწევად უნიკალური ანატომიური თავისებურებები აქვს. ფრინველის ენა თავის ქალაში ღრმად აღწევს, ზოგჯერ თვალის გუგის თავზეც კი ვრცელდება და თავის ქალის უკანა მხარეს შემოხვევა სჭირდება.

კოდალა

მეცნიერების აზრით კოდალას ენის ძირითადი დანიშნულება სწორედ მისი თავის ქალის გარშემო შემოხვევა და ფრინველის ტვინის დაცვაა. სწორედ გრძელი და მოქნილი ენა იცავს კოდალას ტვინს დაზიანებისაგან, როდესაც ფრინველი ნისკარტს ხეზე წამში 20 დარტყმის სიჩქარით ურტყამს. ამ დროს კოდალას ენის უნიკალური სტრუქტურა ბუნებრივი უსაფრთხოების ღვედის როლს ასრულებს და დარტყმის ძალას ანაწილებს.

აი, როგორ ახერხებს კოდალა ხის ზედაპირზე განუწყვეტლივ კაკუნს და საკვების მარტივად მოპოვებას. ყველაფერი მისი გრძელი და მოქნილი ენის დამსახურება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ენაკოდალასაინტერესოფაქტები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026