Logo

საზოგადოება

რატომ აქვთ ქართველ ექიმებს ცუდი კალიგრაფია? - ექიმ დავით ლოლაძის ვარაუდი

რატომ აქვთ ქართველ ექიმებს ცუდი კალიგრაფია? - ექიმ დავით ლოლაძის ვარაუდი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გადაცემამ „უეჭველი ქართველია“, რომელიც იუთუბ არხზე გადის და საზოგადოებას ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს აცნობს, ამჯერად ქართველ ქირურგს, დავით ლოლაძეს უმასპინძლა.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საუბარი იმ გავრცელებულ მოსაზრებას შეეხო, რომლის მიხედვითაც ექიმების დიდი ნაწილი ცუდი ხელნაწერით გამოირჩევა.

დავით ლოლაძემ აღნიშნა, რომ თავადაც ცუდი ხელწერა აქვს, საერთოდ კი საბჭოთა დროს აღზრდილი ექიმების კალიგრაფიის დაზიანების მიზეზები მაშინდელი განათლების სისტემის ხარვეზებთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული.

„ჩემი პრობლემა ისაა, რომ ბავშვობიდან მეზიზღება წერა. მთელი ბავშვობა ჩემი მეცადინეობა მიმართული იყო იქით, რომ კარგად დამეწერა და ასოები არ დამეკლო სიტყვებში.

ჩემს დროს კიდევ ერთი პრობლემა ეგ იყო, რომ არ არსებობდა წიგნები და ყველაფერი უნდა ჩაგეწერა.

წინა თაობის, ანუ საბჭოთა თაობის ექიმებს პრაქტიკულად არ გვქონდა წიგნები, მართლა ყველაფერს ვიწერდით. იმდენი იყო საწერი, რომ ეღლებოდათ ხელი და ამის ხარჯზე უფუჭდებოდათ კალიგრაფია.

თუმცა მყავს მეგობარი ქირურგი, რომელიც ისე წერს, მოგინდება რომ შეინახო ხელნაწერთა ინსტიტუტში,“ - იხუმრა დავით ლოლაძე.

ავტორი: ზმნა

12/05/2025