Logo

ჯანმრთელობა

რატომ ანგრევს შვილის „კულტი“ ოჯახს? - ფსიქოლოგის განმარტება

რატომ ანგრევს შვილის „კულტი“ ოჯახს? - ფსიქოლოგის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ფსიქოლოგები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შვილის მიმართ გამორჩეულ დამოკიდებულებას და მისთვის ცალსახა პრიორიტეტის მინიჭებას, ოჯახის ერთიანობისთვის გარკვეული საშიშროების შექმნა შეუძლია.
როდის შეიძლება გახდეს შვილისათვის ზედმეტი ყურადღების დათმობა ოჯახის ნგრევის დასაწყისი?


ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი განმარტავს:
როცა შვილს საახალწლოდ მეასე სათამაშო უყიდე (მით უფრო, თუ ეს სათამაშო გაჯეტი ან აიფონია), ქმარს კი — წინდები ან პარსვის შემდგომი ლოსიონი ფასდაკლებით…

SOS — ეს შესაძლოა ოჯახის ნგრევის დასაწყისიც იყოს.

ჩვენთან მიღებულია შვილის პიედესტალზე აყვანა, ქმრის კი — სადღაც კუთხეში მიჩოჩება. სინამდვილეში, ეს „წმინდა თავგანწირვა“ სამივე ადამიანის ბედს ერთნაირად ანადგურებს.

ოჯახი

აი, მწარე სიმართლე იმაზე, თუ სადამდე მიგვიყვანს სიყვარულის არასწორი იერარქია.

მამაკაცის გადაქცევა „საფულედ“.

როგორც კი ბავშვი ჩნდება, ქალი ხშირად „თიშავს“ ცოლს და მხოლოდ „სუპერ-დედას“ ტოვებს. მთელი ყურადღება, სინაზე და ოჯახის ბიუჯეტი მხოლოდ ბავშვისკენ მიედინება.

შედეგად, კაცი საკუთარ სახლში თავს მომსახურე პერსონალად გრძნობს — „ბანკომატად“.

მამაკაცი მიდის თამაშებში, ალკოჰოლში ან სხვა ქალთან არა იმიტომ, რომ ცოლმა ორსულობის შემდეგ წონაში მოიმატა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ ოჯახში მან მთავარი ადგილი დაკარგა.

მამის ავტორიტეტის მოპარვა.

როცა დედა ბავშვის თანდასწრებით მამას იშორებს — „ნუ გვიშლი, მე და შვილი დაკავებულები ვართ“ — ან სუფრაზე საუკეთესო ლუკმას შვილს უდებს.

მამა

შედეგად, ბავშვი ქვეცნობიერად იწერს: „მამა არაფერია, აქ მთავარი მე ვარ“.

თქვენივე ხელით კლავთ მამის ავტორიტეტს. ბიჭი, რომელიც კაცის მიმართ პატივისცემის გარეშე იზრდება, თავად ვერასდროს გახდება ძლიერი ლიდერი.

„ზე-სიყვარულით“ დატვირთული ბავშვის ტრაგედია.

როცა დედა შვილს თავისი სამყაროს ცენტრად აქცევს, მას ზურგზე აუტანელ ტვირთს ჰკიდებს.

ბავშვს არ სჭირდება თქვენი აკვიატებული მზრუნველობა. ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება ბედნიერი მშობლები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ.

ოჯახი

თუ დედა ანთებული თვალებით ხვდება ქმარს სამსახურიდან და ეხუტება, ნაცვლად იმისა, რომ ბუზღუნით გაეკიდოს შვილს გაკვეთილების შესამოწმებლად — ბავშვის ფსიქიკა მშვიდია.

ის ხედავს: სამყარო სტაბილურია, სიყვარული არსებობს...

როცა ოჯახური ბალანსი და იერარქია დარღვეულია, პირველ რიგში „უბედურდებიან“ შვილები.

ეს არ არის მხოლოდ მოსაზრება — ეს ოჯახური სისტემის კანონია. კანონის არ ცოდნა შედეგებზე არ მოქმედებს, თუმცა ოჯახური სისტემების კანონების ცოდნას, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ნამდვილად შეუძლია.

ავტორი: ზმნა

03/06/2026

კულტიოჯახიფსიქოლოგიაშვილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024