Logo

ჯანმრთელობა

რატომ არ აქვს ანტიდეპრესანტს მყისიერი ეფექტი? - გოგიტა გეგელაშვილი განმარტავს

რატომ არ აქვს ანტიდეპრესანტს მყისიერი ეფექტი? - გოგიტა გეგელაშვილი განმარტავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი მოლოდინი იმის შესახებ, რომ ნებისმიერმა მედიკამენტმა, მყისიერი, თვალსაჩინო ეფექტი უნდა მოგვცეს.

შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელმა აბმა თავის ტკივილი ნახევარ საათში გააქროს, თუმცა ანტიდეპრესანტების შემთხვევაში პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობს.

ექიმმა გოგიტა გელაშვილმა გუგა სიხარულიძის პოდკასტში განმარტა, თუ რატომ არ არის ანტიდეპრესანტი „სწრაფი დახმარების“ საშუალება, რა ფუნდამენტურ ცვლილებებს ახდენს ის ნერვულ სისტემაში და რატომ სჭირდება ტვინის რეცეპტორებსა და ბირთვებს დრო გაღიზიანებადობისა და სენსიტიზაციის დასაძლევად.

„ანტიდეპრესანტს არ აქვს მყისიერი ეფექტი, როგორც ჩვენ გვიყვარს - ერთი აბი მივიღეთ და შედეგი დადგა.

რატომ არის, რომ ტკივილგამაყუჩებელი აბი თან აქვს ყველას. აბა, ანტიდეპრესანტი მოიკითხე სუფრაზე, არავის არ ექნება (ან შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს წამოღებული).

რატომ? ადამიანს თუ ასტკივდა თავი ან თუ რაღაცა მენზესური პრობლემა აქვს, ის აიღებს, დალევს აბს და 40 წუთში ან ნახევარ საათში უკვე ტკივილი გაუქრება.

ანტიდეპრესანტმა სხვა მოვალეობა უნდა შეასრულოს. მან უნდა დაალაგოს, კაპიტალურად უნდა შეცვალოს ურთიერთობა რეცეპტორების რაოდენობასა და მგრძნობელობას შორის. ღობე უნდა შემოავლოს, ააშენოს, მეტი გამძლეობა მისცეს... ადამიანი უნდა მოიყვანოს ხასიათზე, დეპრესიის შემცირების გამო, შფოთვის შემცირების გამო... სამწვერა ნერვის ბირთვის აგზნებადობის და თალამუსის აგზნებადობისას, მე ვიტყოდი, „გაჭირვეულებისას“, ამ ბირთვების და თავის ტვინის ჭირვეულობაც უნდა დაამშვიდოს.

ამ ყველაფერს დრო უნდა და მოთმინება. მოთმინება კიდევ სამწუხაროდ, არ გვაქვს," - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

07/30/2026

ანტიდეპრესანტიგოგიტა გეგელაშვილიექიმიპრეპარატები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024