Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ არ არის კიტრისა და პომიდვრის ერთად მირთმევა სასურველი? - კვების კონსულტანტის განმარტება

რატომ არ არის კიტრისა და პომიდვრის ერთად მირთმევა სასურველი? - კვების კონსულტანტის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კვების კონსულტანტი ლექსო ლეკიაშვილი, რომელიც გამომწერებს, სასარგებლო რჩევებს მუდმივად აძლევს, ამჯერად ყურადღებას, კიტრისა და პომიდვრის ერთად მიღებაზე ამახვილებს. კვების კონსულტანტი განმარტავს, თუ რატომ არ არის ამ ორი ბოსტნეულის ერთად მირთმევა სასურველი, განსაკუთრებით კი მათთვის, ვის ორგანიზმშიც მეტაბოლიზმი შენელებულია.

ლექსო ლეკიაშვილი: კიტრისა და პომიდვრის სალათა, საქართველოს გარდა, თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. იცით, რატომ არ ჭამენ ამ ორ ბოსტნეულს ერთად?

ლექსო ლეკიაშვილი

საქმე იმაშია, რომ პომიდორი არის მჟავა პროდუქტი, კიტრი არის ტუტოვანი. სხვადასხვა ფერმენტები სჭირდება, სხვადასხვა მონელების დრო აქვს. ამიტომ მათი ერთდროულად ჭამა, მაინცდამაინც იდეალური არ არის.

კიტრი პომიდორი

მაგრამ მე გეტყვით, ეს ყველაფერი აქტუალური ხდება მას შემდეგ, როდესაც თქვენი ორგანიზმი შენელებულად იწყებს მოქმედებას. ანუ თქვენი ნივთიერებათა ცვლა - მეტაბოლიზმი შენელებულია, თქვენს ორგანიზმში უკვე დაწყებულია ცხიმის დაგროვების პროცესი, თქვენი მეტაბოლური ასაკი უფრო მეტია, ვიდრე ბიოლოგიური. ასეთ დროს ეს პრობლემები იჩენს თავს. და კიტრი და პომიდორის სალათის მირთმევას უნდა ერიდოთ.

კიტრი პომიდორი

მაგრამ თუ თქვენი ორგანიზმი სწრაფად მუშაობს და რეალურ ასაკზე ახალგაზრდა ხართ, ენერგია გაქვთ და თქვენი ორგანიზმი ასწრებს გადამუშავებას, მაშინ რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ერთად მიირთვათ კიტრიც, პომიდორიც, მწვანილიც, ხახვიც, ნიორიც, ზედ მოაყაროთ სვანური მარილიც, მოასხათ ძმარი და კახური ზეთი და გემრიელად მიირთვათ ცილოვან პროდუქტებთან და ნახშირწყლებთან ერთადაც.

ვიდეო სრულად

ავტორი: ზმნა

06/17/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024