Logo

"რატომ არ დავუჯერე, რატომ არ ვათქმევინე... " - რას ნანობს გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დეკანოზი სერაფიმე დანელია

"რატომ არ დავუჯერე, რატომ არ ვათქმევინე... " - რას ნანობს გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დეკანოზი სერაფიმე დანელია

12/20/2025

ტექსტის ზომა

დეკანოზი სერაფიმე დანელია ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის გარდაცვლილ შვილს - იოანეს იხსენებს...

"ასეთი იყო, წყაროსავით წმიდა, უმანკო, ღვთისმხილველი...
6 წლის იქნებოდა...
ერთხელ, როცა მარტო დავრჩით, დაიწყო მოყოლა თუ როგორ ნახა ღმერთი...
- სიზმარში? - ვკითხე.
- არა, არ მეძინა... ღმერთი ტახტზე იჯდა და დამელაპარაკა...
ისე დამიწყო მოყოლა, სჯეროდა რომ ჩემთანაც ასე ხდებოდა და ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა...
მაშინ მე ის გავაჩერე...
მას უნდოდა მოეყოლა, თუ რა უთხრა ღმერთმა, მაგრამ მე არ ვათქმევინე...
გავაჩუმე, არ დავუჯერე... გამეფიქრა, იქნებ იგონებს-მეთქი... თუმცა, ალბათ, უფრო მეტად იმის შემეშინდა, მართალი არ ყოფილიყო...
ვუთხარი, რომ ასეთ რამეებზე სხვებთან არ ელაპარაკა, რათა უცნაურად არ ჩაეთვალათ, არ დაეცინათ და გული არ ეტკინებინათ...

გული დაწყდა...

მას მერე, სულ ვნანობ...
რატომ არ დავუჯერე, რატომ არ ვათქმევინე...
იქნებ როგორ სჭირდებოდა მამიკოსთან ასეთი მნიშვნელოვანი რამის გაზიარება...
იქნებ როგორ სჭირდებოდა, მამიკოს დაეჯერა მისი...

მაგრამ ჩვენს შორის უზარმაზარი სხვაობა იყო...

ის ღმერთს ელაპარაკებოდა... მე კი, მხოლოდ ბაგეებით ვადიდებდი ღმერთს...

მას შემდეგ თითქმის სამი ათეული წელი გავიდა...

დღეს მისი დაბადების დღეა...

ის, ახლაც ღმერთს ელაპარაკება...
მე კი ისევ, მხოლოდ ბაგეებით განვადიდებ ღმერთს..." - წერს დეკანოზი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026