Logo

საზოგადოება

"რატომ არ გადიხარ მიტინგზეო?" - რას პასუხობს ამ შეკითხვას დათო ევგენიძე

"რატომ არ გადიხარ მიტინგზეო?" - რას პასუხობს ამ შეკითხვას დათო ევგენიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დათო ევგენიძეს "ქართველების ამბავში" დაუსვეს კითხვა, რატომ არ გამოვიდა საპროტესტო აქციებზე, როცა დაინახა, რომ ახალგაზრდებს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. მუსიკოსი ამბობს, იქ, სადაც ქართველი ქართველს უპირისპირდება, მისი ადგილი არ არის.

დათო ევგენიძე: დღეს იარლიყებია, შტამპებია - თუ ხელისუფლების წინააღმდეგი არ ხარ, ხელისუფლებას ეკუთვნი. თავისუფლების საშუალებას ადამიანს არ აძლევენ.

ყველა ხელისუფლება შეცდომების მსხვერპლია.

ჩვენი დაყოფა და დაპირისპირება ვიღაცების ინტერესშია.

დასავლეთის - ევროპის ნოსტალგია გვაქვს. ევროპამ კი, ისტორულად, ხელი არასდროს არ გამოგვიწოდა. არც სულხან საბას დროს. უკან გამოაბუნძულეს. 1921 წელს რუსეთის ჯარი რომ შემოვიდა ჩვენთან, ბათუმში მდგარმა ინგლისის ფლოტმა ერთი ნაბიჯი არ გადმოდგა ჩვენს დასაცავად. რომ გადმოედგა, აქ SSR არ იქნებოდა. მაშინ რუსეთს ისეთი სუსტი ჯარი ჰყავდა, მაგრამ ჩაგვაბარეს საბჭოთა კავშირს.

ევროპა რომ გეუბნება, შენი რელიგია ჩვენთვის პრიორიტეტი არ არისო. ევროსაბჭოში შესვლისთვის, პირობად, ერთ სქესიანთა ქორწინების დაკანონება შემოგვთავაზეს, ეს მისაღებია?

"რანინას" ჟიურიუში ვიჯექი. ბავშვებმა ფანტასტიკურად იმღერეს "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა". მე ვთქვი ციტატა - ამ სიმღერის მომსმენი ვარ, როგორც ამ ბავშვებმა იმღერეს, ჩვენ ბატონი როგორ უნდა გვყავდეს-მეთქი? ვთქვი ამ სიმღერაზე. ამოჭრეს ეს ციტატა და შემომიცვივდნენ ფეისბუქზე - ევროპაა ჩვენი ბატონი? ცოტა ლოგიკას ვერ მიხვდები.

რატომ არ ხარ მიტინგზეო? მე აქციაზე გავდიოდი მაშინ, როცა ჩემს ქვეყანაში სხვა ერის წარმომადგენელს - ჩემს დამპყრობელს, რუსეთს ვებრძოდი - 9 აპრილს, 7 ნოემბერს. არასდროს არ გამოვსულვარ ქართველის წინააღმდეგ! როცა ორი ქართველი მხარეა დაპირისპირებული, მე მხარე ვერ ვხდები.

ჩემი გამოხატულების ფორმა ვერასდროს იქნება აგრესიული. იმდენად პატარა ერი ვართ, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.

მე რომ ვხედავდე იმ სახის ოპოზიციას, რომელიც ითხოვდეს აფხაზეთის დაბრუნებას, სამაჩაბლოს დაბრუნებას. რეალური მოტივაცია თუ იქნება ახალგაზრდებიდან, მე ვიდგები პირველი.

ერთადერთი მოტივაციაა - შენ წადი, მე მოვალ. არ მესმის, რომ უზარმაზარ შრომას არ ვდებთ იმაში, რომ ჩვენი სამოთხე აფხაზეთი დავიბრუნოთ. თუკი დედამიწაზე რამეს შეიძლება სამოთხე დაარქვა, ჩვენ გვაქვს. მე ეგეთი საოცარი ადგილი არ მინახავს. მარტო დასასვენებლად კი არა, ენერგეტიკულად, აურით, განწყობით, ბუნებით... მსოფლიო მაქვს მოვლილი, მე ეგეთი ზღვა სხვაგან არსად მინახავს...

გადაცემა სრულად

ავტორი: ზმნა

06/30/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024