Logo

რატომ არ იცვლება მერაბი - მომღერალი საიდუმლოებას ამხელს

რატომ არ იცვლება მერაბი - მომღერალი საიდუმლოებას ამხელს

10/01/2026

ტექსტის ზომა

მერაბ სეფაშვილი მალე 65 წლის გახდება. თუმცა რომ უყურებ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ არ იცვლება; ისევ ისე გამოიყურება, როგორც წლების წინ. როგორც ამბობს, ასაკთან ერთად კარგ ხასიათზე ყოფნას ინარჩუნებს. "ვიკასთან" იმ პატარა "საიდუმლოებაზეც" ისაუბრა, რაც მის უცვლელობას უკავშირდება.

მერაბ სეფაშვილი: ამ ასაკშიც კარგია. კი იცი, რომ ბევრი არ დაგრჩა, მაგრამ ცუდზე არ ფიქრობ, კარგზე ფიქრობ. კარგზე რომ ფიქრობ, კარგია.

ასაკის მატების არ მეშინია, ეს ისეთი რეალობაა, ვერაფერს შეცვლი. რომ არ დაბერდე, ის საქმე უნდა აკეთო, რაც გიყვარს.

კიდე ხასიათია, რა. როგორი ხასიათი და რომ არ დაბერდე, ისეთი. კარგ ხასიათზე უნდა იყო. ცხადია, მუდმივად კარგად ვერ იქნები. მაგრამ ცდილობ, კარგ ხასიათზე იყო.

ადამიანს ზომიერი დოზით ალკოჰოლიც ინახავს. გამოთქმა ხომ გაგიგიათ, დასპირტული ხომ არ ხარო? ეს სპირტი, ვისკი და ამბავი მიყვარს.

თუ სწორად მახსოვს, ასეთი რამ წავიკითხე, ინგლისის დედოფალი დღეში ას გრამ ჯინს სვამდაო.

ასე რომ ზომიერად, სასარგებლოა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026