რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი:
"ნათლიობის დროს როცა გეუბნებიან თქვით „მრწამსი“, ვიღაცას ჰგონია ზეპირად უნდა იცოდეს... ზეპირად შეიძლება ადამიანმა მთელი ბიბლია იცოდეს,მაგრამ ერთი სიტყვა ვერ გაიგოს იქიდან.
„მრწამსი“, რომელსაც ნათლობისას ვკითხულობთ, ჩვენი ცხოვრების მრწამსი უნდა იყოს და ამ კრიტერიუმების მიხედვით ვარჩევთ ნათლიას. იმიტომ რომ მინდა ჩემი შვილიც ასეთი გაიზარდოს.
ხშირად გვესმის, ბავშვს მოვანათვლინოთ, რომ გაიზრდებიან იმეგობრებენ. ეს არასწორია.
არასრულწლოვანი არ შეიძლება იყოს ნათლია, რადგან არასრულწლოვანს როგორ შეიძლება მრწამსის შემეცნება მოვთოვოთ? ნათლია უნდა იყოს გაცნობიერებული, ეს ყველაფერი გათავისებული უნდა ჰქონდეს და ამ ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდეს. არასრულწლოვანი, რომელიც ჯერ არ არის გაცნობიერებული, აღსარებას თვითონ ვერ ამბობს, ის რომ დააყენო ნათლიად, გამოდის რომ ეს ფორმალურად ხდება."
01/18/2026