Logo

ყველაფერი ბავშვებზე

რატომ არ შეიძლება ჭამის დროს ეკრანის ყურება და სად ვცდებით მშობლები - ლაშა უჩავა გვაფრთხილებს

რატომ არ შეიძლება ჭამის დროს ეკრანის ყურება და სად ვცდებით მშობლები -  ლაშა უჩავა გვაფრთხილებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეკრანდამოკიდებულება ჩვენი დროის დიდი სენია. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც დიდების, ისე პატარების ჯანმრთელობას. ბავშვები გამუდმებით უყურებენ ტელეფონებს, გაჯეტებს და დროის შეზღუდვა არ აქვთ.

ეკრანდამოკიდებულება

ჭამენ, ისვენებენ თუ ეძინებათ, სულ ეკრანთან არიან. ეს იწვევს ფიზიკურ მოდუნებას. რომ არ მოძრაობს, წონაშიც ადვილად იმატებს. წონაში მატებას ხელს უწყობს ათასგვარი არაჯანსაღი ტკბილეულიც და კომპლექსურად ამ ყველაფერს ცუდ შედეგამდე მივყავართ.

"ზმნა" ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა და ამ თემის გარშემო შეკითხვები დაუსვა.

ეკრანდამოკიდებულება

ლაშა უჩავა: - მშობლებს ჩემთან ამ პრობლემით მოჰყავთ ბავშვები; ჩივიან, რომ ჭარბი წონაა, ვინაიდან ბავშვებს ფიზიკური აქტივობა არ აქვთ, სხედან ეკრანებთან და განვითარებულია სიმსუქნე. იღებენ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე უნდა მიიღონ, რადგან კვებისას უყურებენ ეკრანს და ვერ აკონტროლებენ, რამდენს ჭამენ.

პირველ რიგში, ბავშვს ეკრანდამოკიდებულობა უნდა გადავაგდებინოთ. ამაში ვერავინ დაგეხმარებათ, მნიშვნელოვან როლს მშობელი ასრულებს.

ამ დროს უყურებენ ექიმს, ის რას ეტყვის? ექიმი გეტყვით იმას, რაც თვითონაც ძალიან კარგად იცით, მაგრამ არ ასრულებთ. ყველას კარგი მშობლის როლი უნდა მოირგოს, დამსჯელი კი, ვიღაც სხვა იყოს. და ეს სხვა - ექიმია.

მშობელმა შვილს აუცილებლად უნდა უთხრას, რომ ტელეფონი და გაჯეტი იმისთვის არ არის, რომ ის უკონტროლოდ გამოიყენო. მათ საჭიროების დროს უნდა ვიყენებდეთ. მაგალითად, ტელეფონს იმიტომ ვატანთ სკოლაში, რომ მათთან კომუნიკაცია გვქონდეს. სახლში დაბრუნებისას კი, ტელეფონი უნდა დადოს მისთვის განკუთვნილ ადგილას და ის მანამ არ უნდა გამოიყენოს, სანამ ბავშვი არ ისადილებს და არ მომზადებს გაკვეთილებს. მერე უკვე კარგი ქცევისთვის ჩვენ მათ გადავცემთ ტელეფონს დასაჯილდოებლად, ერთი საათით.

ბავშვები

არავითარ შემთხვევაში ჭამის დროს არ უნდა მივცეთ ეკრანის ყურების ნება.

- ეს რატომ არის მკაცრად გასაკონტროლებელი?

- ყურების დროს მთელი ყურადღება ეკრანისკენ არის მიმართული და კვება ხდება გაუთვითცნობიერებელი, ვერ აანალიზებს რამდენი მიირთვა, დანაყრების პროცესი ხანგრძლივდება, ტვინი ვერ აღიქვამს რომ დანაყრდა, ან რას ჭამს, რა გემო აქვს, ვერ იგებს. ხშირ შემთხვევაში, ამ დროს ბავშვს რომ კითხოთ , რა მიირთვა, დაფიქრდება და ვერ გიპასუხებთ. ეს მხოლოდ ბავშვების პრობლემა არ არის. ზრდასრული ადამიანებიც ასე არიან. საბოლოო ჯამში, ეკრანთან ერთად კვება, ჭარბი წონის განვითარების ერთ-ერთი რისკფაქტორია.

ბავშვები

როცა ვუყურებთ რამეს, უფროს წრაფად ვღეჭავთ ლუკმებს და ეს დამოკიდებულია იმაზე, რას ვუყურებთ, რას ვუსმენთ თუ ვკითხულობთ. თუ მუსიკას ვუსმენთ, სხვა რიტმით ვღეჭავთ, თუ ფილმს, სხვა - რიტმით. ყურადღება მთლიანად იმაზეა გადატანილი.

- დღის მანძილზე რამდენ ხანს არის ეკრანის ყურება დასაშვები?

- დღის მანძილზე ეკრანის ყურება 45 წუთს არ უნდა აღემატებოდეს, იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ არამხოლოდ მხედველობა, არამედ ზოგადად ჯანმრთელობა. სხვადასხვა ქცევის დარღვევა იწვევს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება შეუქცევადი იყოს. მერე უკვე შეიძლება დასჭირდეს ბევრი სპეციალისტის ჩართვა. მშობლის ვალდებულებაა ბავშვი გაიზარდოს ჯანმრთელი.

- ხშირ შემთხვევაში, ტირილის დროს მარტივად ხდება ეკრანით ბავშვის გაჩუმება და ეს ოქროს გამოსავალია დედისთვის...

- ბავშვი ტირის და აბა, რა ვქნა - ეს არ არის გამართლება და არც გამოსავალი. მე მშობლებს ვეუბნები, არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, რომ ტირილის გამო გარდაცვლილიყო ვინმე, მაგრამ სხვადასხვა პათოლოგიებით სიკვდილიანობის ბევრი შემთხვევაა. ტირილი ბავშვისთვის არის სურვილის გამოხატვა იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს. ეს მიჰყვებათ ადამიანებს ზრდასრულ ასაკში და მერე ჰგონიათ, რომ თუ ვინმეს თავს შეაცოდებენ, იწუწუნებენ ან იტირებენ მიიღებენ იმას, რაც უნდათ რომ მიიღონ. ამიტომ ეს ბავშვობიდან უნდა იცოდნენ, რომ ტირილი გამოსავალი არ არის. არც ეკრანთან ბავშვის დასმა და მისი თავიდან მოცილება...

ბავშვები

ავტორი: თამარ გონგაძე

12/06/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024