Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ არ შეიძლება ხაჭოსა და ხილის მირთმევა საღამოს? – ნინო ვაშაკიძის რეკომენდაციები

რატომ არ შეიძლება ხაჭოსა და ხილის მირთმევა საღამოს? – ნინო ვაშაკიძის რეკომენდაციები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჯანსაღი კვება მხოლოდ პროდუქტების სწორად შერჩევას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის დრო, როდესაც ამა თუ იმ საკვებს ვიღებთ. ხშირად, როდესაც წონაში კლებას ან ორგანიზმის გაჯანსაღებას ვცდილობთ, ვფიქრობთ, რომ საღამოს საათებში ხილით ან ხაჭოთი ვახშმობა საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, მსგავსმა ჩვევამ, შესაძლოა, ჩვენს ღვიძლსა და მეტაბოლიზმს, სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

კვება

ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი - ნინო ვაშაკიძე განმარტავს, თუ რატომ არის კატეგორიულად დაუშვებელი რძის პროდუქტებისა და ხილის მიღება დღის მეორე ნახევარში და რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ორგანიზმზე.

როგორც ექიმი აღნიშნავს, ოთხი საათის შემდეგ ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმი იცვლება და გარკვეული ნივთიერებების, მაგალითად კაზეინის, გადამუშავება ღვიძლისთვის ზედმეტი ტვირთი ხდება, რაც საბოლოოდ ასახვას პოულობს როგორც ჩვენს ენერგიაზე, ისე საერთო ჯანმრთელობაზე.

„ხილი საერთოდ დილით, თორმეტიდან პირველ საათამდე, მაქსიმუმ შუადღის 4 საათამდე უნდა მივირთვათ. ასევე, რძის პროდუქტის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება ოთხი საათის შემდეგ. ადამიანს რომ ჰგონია, რომ კეფირი დალია საღამოს და ეს მსუბუქი ვახშამია, ასე არ არის.

ხაჭო

ხაჭოს მიღებისას კაზეინი გამოიყოფა და ღვიძლი ზედმეტად იტვირთება. ხაჭოს ზოგადად არავის არ ვურჩევ, ნადუღს უფრო ვურჩევ – ისიც ოთხ საათამდე. ვიმეორებ, ხაჭოში ბევრი კაზეინია და მისი მიღებით ორგანიზმს კიდევ ტვირთავ და ტვირთავ... რთული მოსანელებელია, ღვიძლისთვის არის ძალიან მძიმე. იოგურტიც მხოლოდ ოთხ საათამდეა დაშვებული,“ - ამბობს ნინო ვაშაკიძე.

ავტორი: ზმნა

03/31/2026

ექიმის რჩევებიკვებანინო ვაშაკიძეხაჭოხილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024