რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი უკანასკნელ ხანს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
მოძღვარს, რომელიც სიმართლის თქმისთვის იდევნება, ძალიან საინტერესო გზა აქვს გავლილი როგორც საერო ცხოვრებაში, ისე სამღვდელო მოღვაწეობაში.
გადაცემა „პირველი სტუდია“ მამა დოროთე ყურაშვილის პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდა და იმის გარკვევა სცადა, რატომ არ ჰყოლია არქიმანდრიტს ოჯახი არასოდეს.
მამა დოროთე:
"ახალგაზრდობაში, ასეთი შემთხვევა მქონდა.
მოძღვარმა მითხრა, მღვდლად უნდა გაკურთხო და ცოლი შეირთეო. მაშინ იყო ჩემს ცხოვრებაში გოგონა, რომელთანაც სიყვარულზე ვსაუბრობდი, რაღაც სასიყვარულო ურთიერთობა გვქონდა.
ჩვენთან სემინარიაში ერთ ბერი ცხოვრობდა, რომელიც ხეზე კვეთდა და მეც მასწავლიდა ამ საქმიანობას. სწორედ ამ ბერთან მივიყვანე ეს გოგონა და გავაცანი როგორც ჩემი საცოლე.
ბერმა გაიხარა, დაგვლოცა, თავისი ხელნაკეთებიც აჩუქა ამ გოგონას. მაგრამ წამოსვლისას მთხოვა მასთან დავრჩენილიყავი, რადგან ჩემთვის სათქმელი ჰქონდა.
თავიდან სათქმელის თქმა გაუჭირდა, აპირებდა წერილი დაეწერა, ამბობდა, ახლა რომ გითხრა ვერ გაიგებო... მაგრამ ბოლოს გამიმხილა, რასაც ფიქრობდა.
შენ ცოლს ვერ მოიყვანო, შენ ღმერთმა იმდენი მოგცა, ამას ყველაფერს ცოლის მოსაყვანად არ მოგცემდაო... მე ვფიქრობ, რომ შენ ბევრის მოძღვარი, ერის მასწავლებელი უნდა გახდეო - ასე მითხრა.
მაშინ მის ნათქვამზე გამეცინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მისი წინასწარმეტყველება იყო.
არც ეს შემთხვევა დასრულდა ქორწინებით, არც მეორე, მესამე და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული ბევრჯერ იყო ჩემს ცხოვრებაში, ცოლი არასოდეს მყოლია."
11/05/2025