სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დილით ერთი ჭიქა წყლის დალევა სასარგებლოა — ამით ორგანიზმი წყლის ბალანსს დროულად შეივსებს, შემცირდება სისხლის სიბლანტე და გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, აცხადებენ მეცნიერები.
რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები წყლის დალევისას, რაც შეიძლება ორგანიზმისთვის „ნელი მოქმედების ბომბიც“ კი გახდეს?
შეცდომები და შესაბამისი რეკომენდაციების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:


სითხის დალევა, რომლის ტემპერატურა 65 გრადუსს აღემატება, დამწვრობას იწვევს. თუ ეს რეგულარულად ხდება, ნადგურდება უჯრედის ნორმალური სტრუქტურა, რის შემდეგაც ვითარდება ავთვისებიანი წარმონაქმნები. იმისათვის, რომ არ გაღიზიანდეს კუჭის ლორწოვანი გარსი, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს არაუმეტეს 50 გრადუსისა.
ჭამის დროს წყალი საზიანოა. წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე დავლიოთ. ამასთან ის არ უნდა იყოს გადადუღებული.
მედიკოსების თქმით, ღეჭვის დროს ადამიანი გამოყოფს ნერწყვს, რომელიც საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს შეიცავს. ეს ფერმენტები შლის ნახშირწყლებს და კლავს პათოგენურ და ორგანიზმისთვის სახიფათო ბაქტერიებს.
წყალი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დააყოლოთ საკვებს, რაც ლუკმას კარგად დაღეჭავთ და გადაყლაპავთ. ასეთ შემთხვევაში სითხე და საკვები კუჭში ერთმანეთთან არ „გადაიკვეთებიან“.

იმ შემთხვევაში, თუ საჭმელს წყალს დააყოლებთ, ლუკმას უფრო სწრაფად, ანუ დაუღეჭავად გადაყლაპავთ. ეს კი, გარდა იმისა, რომ ზედმეტად ტვირთავს კუჭს, ნერწყვსაც უშლის ხელს – შეასრულოს თავისი ფუნქცია.
მოკლედ, ნუ დალევთ წყალს მანამდე, სანამ საკვებს არ დაღეჭავთ და სანამ ის ნერწყვში არ აერევა. როგორც უკვე ვთქვით, ნერწყვი საჭმლის მონელებისთვის საჭირო ფერმენტებს შეიცავს და ის წყლით არ უნდა გაანეიტრალოთ. თუ მის მიღებას ორგანიზმი გთხოვთ, დალიეთ მხოლოდ ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ.
05/05/2026