სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დადგენილი "წესის" თანახმად, ყავა დილით აუცილებლად უნდა დალიო, რომ გამოფხიზლდე. ეს თქვენი განწყობაა და ორგნიზმსაც აჯერებთ, რომ ყავა აფხიზლებს. არადა, პირველი, რაც ღამით გამომშრალ ორგანიზმს ესაჭიროება, ეს წყალია.
მშიერ კუჭზე მირთმეული ყავა კუჭის ლორწოს აღიზიანებს, რამაც შესაძლოა გასტრიტამდე მიგვიყვანოს. დილაობით ყავა არც ღვიძლისთვისაა მარგებელი. უზმოზე მიღებული ყავა გონების ეფექტურ მუშაობასაც აფერხებს, ზრდის დეპრესიას და დაღლილობას, რადგან ამ დროს ნაკლებად გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი - სეროტონინი. თურმე, მადის დაქვეითებასაც იწვევს. ეს შესაძლოა "გაწყობდეთ", თუმცა როცა ამდენი მინუსი აქვს უზმოზე ყავის დალევას, მის შეცვლაზე უნდა დაფიქრდეთ.
სრულფასოვანი და დაბალანსებული საუზმის შემდეგ შეგიძლიათ დატკბეთ ყავის არომატით. ბურღული, ბოსტნეული, კვერცხი, ხილი - ჩართეთ დილის რაციონში და ყავაზე შემდეგ გადადით.
საინტერესო ფაქტები:
. ფრეში (ახალი) ყავა: უმჯობესია ყავის მარცვლები მოდუღების წინ დაფქვათ, რათა არომატი არ დაიკარგოს.
05/13/2026