საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის, გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე საზოგადოების კრიტიკის ქარ-ცეცხლში კიდევ ერთხელ მოექცა.
ამჯერად დაკარგული ბიჭის გულშემატკივრები, ნინო დადიანიძის მიერ, ადვოკატთან შეხვედრაზე განცხადებულმა უარმა გააღიზიანა.
ადამიანები დადიანიძისგან აქტიურობას გამოძიებასთან თანამშრომლობას მოითხოვენ.
დედის პოზიცია სოციალურ ქსელში ნინო დადიანიძის ქალიშვილმა თათია არხოშაშვილმა დაიცვა.
დაკარგული ბიჭის მამიდაშვილი წერს, რომ მამიდა გურიკაზე დედასავით ზრუნავდა და მის დაკარგტვასაც დედასავით განიცდის.
"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ჩვენი ტრაგედიის ასე გულთან ახლოს მიტანისთვის. ამავდროულად მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ უსაფუძვლო და მახინჯი კომენტარებისგან.
ადამიანი, რომელსაც გადაუარეთ, დედაჩემია - ნინო დადიანიძე. ვერ ვხვდები როგორ შეგიძლიათ ასე უტიფრად ცილი დასწამოთ და შეურაცხყოთ როცა წარმოდგენა არ გაქვთ როგორი პიროვნება ნინო. ქალი, რომელმაც საკუთარი ძმისშვილი 9 წლის ასაკიდან გაზარდა, უპატრონა ისე როგორც საკუთარს, რა პირი გიტრიალდებათ და რა გალაპარაკებთ ამდენ სისულელეს.
აყოლილები ხართ “სცენარისტებს” , რომლებიც ისე ქმნიან სიტუაციას როგორც აწყობთ თავისი "ფოლოვერების" "ლაიქების" და აუდიტორიის მოსამატებლად. ვინმე თუ საჯაროდ არ ტირის ეგ იმას არ ნიშნავს რომ მას გული არ შესტკივა. დავიჯერო თქვენ უფრო განიცდით გურიკას დაკარგვას ვიდრე თავისი ოჯახი? განსაკუთრებით კი თავისი მამიდა, რომელიც დედის როლს ასრულებდა ამ წლების მანძილზე ჩემი დაკარგული ბიძაშვილისთვის.
რატომ არავის გიჩნდებათ ის კითხვა თუ რატომ იზრდებოდა მამიდასთან ან რატომ დაბრუნდა თურქეთიდან ჩამოსული ისევ მამიდასთან? თუ ასეთი ცუდი მამიდა ჰყავდა ისევ მასთან რატომ მივიდა? სად იყო დედამისი?
თუ ნინო დადიანიძე ამ ყველაფერზე საჯაროდ არ ლაპარაკობს ამასაც თავისი ახსნა აქვს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არავის მიმართ ვალდებული არ არის რამე აუხსნას გარდა პროკურატურისა. რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენება არაერთხელ აქვს მიცემული ამ 12 წლის მანძილზე და აქტიურად თანამშრომლობს.
თაიას თქმით უარს ამბობდა ნინო ადვოკატთან შეხვედრაზე, რაც აბსურდია. მას არასოდეს არ უთქვამს უარი და ვიდეოშიც იძახდა რომ შეხვდებოდა ადვოკატსაც და გამომძიებელსაც. წინასწარი დასკვნებისგან კი თავი შეიკავეთ და დაელოდეთ გამოძიებას," - წერს თათია არხოშაშვილი.
08/07/2026