კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მას შემდეგ, რაც 30 წლიანი თეატრალური კარიერის შემდეგ, რეზო ჩხიკვიშვილი გრილდოს გერმანული თეატრის პენსიაზე გავიდა, ის მუსიკალურ-თატრალურ წარმოდგენებს მართავს. როგორც პირველ არხზე სტუმრობისას თქვა, მიწვეულია ევროპასა და ამერიკაში ქართული დიასპორების მხრიდან.
მსახიობი ნახევრად ხუმრობით ამბობს, ახლა ძალიან დატვირთული ვარ და ნეტავ, როდისღა უნდა მოვიდეს კატასავით ბუხარზე წამოწოლის დროო.
რეზო ჩხკივიშვილი: თავიდან ვბრაზდებოდი, რატომ ახსოვთ მუდმივად "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" და არა აწმყო-მეთქი, მაგრამ ამ სპექტაკლმა იმხელა ისტორია დაწერა. 20 წლის ახალგაზრდა ბავშვები, რომლებიც მხვდებიან გერმანიაში, მეუბნებიან, ბატონო რეზო, თქვენით მოხიბლული ვარ, თქვენი მონოლოგი დაუვიწყარიაო. აღარ ვეკითხები, შენ საიდან იცი-მეთქი, რადგან ვიცი, რომ იმ დროს დაბადებულიც არ იყო. დედა აჩვენებდა შვილს, შემდეგ ბებია - შვილიშვილს. ახლა ისეთ ასაკში ვართ, დიდი ბებია აჩვენებს ამ სპექტაკლის ჩანაწერს და ეს ტრადიცია გრძელდება.
თავიდან ვფიქრობდი, რატომ, რისთვის არის აქტუალური, მაგრამ ეს თემა დღევანდელია.
რატომ არის დღესაც პოპულარული? დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე მაშინ. ვინ ხარ, რჩები ადამიანად, იმად, ვინც ხარ, თუ ცხოვრობ ნიღბით, რომელსაც ვერაფრით იცილებ? მართლა ფილოსოფიაა. ის სითბო და სიყვარული, რომელიც გვაქვს, ჩაკეტილია. თუ ჩვენ გულს და დარაბებს გამოვაღებთ, მაშინ გაზაფუხლიც არ დაიგვიანებს და ეს ძალიან გვჭირდება ყველას. გვჭირდება ერთმანეთის ყურადღება და პატივისცემა.
- რა ხდება ახლა?
- 2023 წელს 30 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ გრილდოს სახელობის სახელმწიფო თეატრიდან პენსიაზე გავედი. ვერ წარმომედგინა, რას ვიზამ უთეატროდ. ქართულ თეატრს ასე ჩქარა ვერ დავუბრუნდები. ხშირად ამბობენ, რომ იღბლიანი მსახიობი ვარ. მართლა არ მტოვებს იღბალი. ფიქრიც კი არ მქონდა დამთავრებული, რა იქნება შემდეგ, რომ უცებ ჩავები აქტიურ რიტმში. ახლა იმდენად აქტიური ცხოვრება მაქვს, როგორიც აქამდე არ ყოფილა. ხანდახან ვფიქრობ, კი მაგრამ როდის მოვა დრო, რომ ბუხარზე კატასავით დავწვე და დავისვენო-მეთქი. სამ ქართულ ფილმში გადამიღეს. გერმანულ სერიალში გადამიღეს, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. პაუზის მერე დავუბრუნდი გერმენულ კინოს. მიწვევები მაქვს "ნეთფლიქსში". მაქვს მუსიკალურ-თეატრალიზებული საღამოები გერმანიაში. მყავს ბენდი და მუსიკალური მოგზაურობა გვაქვს ევროპაში. ეს პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიწვევები გვაქვს ქართულ დიასპორებში ესპანეთში, ამერიკაში...
04/15/2026