Logo

რატომ არის დაუშვებელი ხის საჭრელი დაფის გამოყენება?

რატომ არის დაუშვებელი ხის საჭრელი დაფის გამოყენება?

01/28/2026

ტექსტის ზომა

დიასახლისების უმეტესობა ცდილობს სამზარეულოში მხოლოდ ჯანსაღი და კვებისათვის ვარგისი ჭურჭელი გამოიყენოს.

საჭრელი დაფა ის ნივთია, რომელიც ნებისმიერი კერძის მომზადებისას საჭიროა და ჩვენს საკვებთან საკმაოდ ხშირ და ახლო ურთიერთობაშია.

დიასახლისების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხის ნივთები სამზარეულოში შეუცვლელია და საჭრელი დაფაც ხისგან უნდა იყოს დამზადებული. განსხვავებულია სპეციალისტების მოსაზრება.

ხის დაფა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს რატომ არის დაუშვებელი ხის საჭრელი დაფის გამოყენება.

ირაკლი არაბული:

რატომ არის დაუშვებელი სურსათის კლასიკურ წარმოებაში ხის საჭრელი დაფის გამოყენება?

ხის დაფის გამოყენებისას შესაძლებელია ხის ანატეხი მოხვდეს სურსათში და გამოიწვიოს სურსათის ფიზიკური კონტამინაცია.

ხის დაფა

ასევე ხე წარმოადგენს ტენის შემწოვ ფოროვან მასალას, მაგალითად უმი ხორცის დაჭრისას შესაძლოა გაიჟღინთოს წვენით რაც ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო პირობაა.

ხის მასალის სრულყოფილი დეზინფექცია ვერ ხერხდება.

გამონაკლისის სახით, ხის დაფის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტრადიციული წარმოების პროცესში,ან კერძის სერვირების დროს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

რჩევებისაჭრელი დაფასურსათიუვნებლობა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026