სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბევრი ჩვენგანისთვის გრძელი, ჯანსაღი თმა სილამაზისა და მოვლილობის მთავარი სიმბოლოა. თუმცა სასურველი სიგრძის შენარჩუნების მცდელობაში, ხშირად გვავიწყდება ერთი უმნიშვნელოვანესი ოქროს წესი - თმას პერიოდული განახლება სჭირდება.

რატომ შრება თმის ბოლოები იმის მიუხედავად, თუ რამდენად ინტენსიურად ვზრუნავთ მასზე სახლის პირობებში?
საქმე ის არის, რომ თმის ძირებიდან წამოსული ბუნებრივი კვება ფიზიკურად ვერ აღწევს ბოლოებამდე, რის გამოც ისინი ყველაზე მოწყვლადი და მშრალი რჩება.
სპეციალისტების მიიჩნევენ, რომ თმის ჭეშმარიტი „მკურნალი“ ხშირად სწორედ მაკრატელია და 6-8 კვირაში ერთხელ თმის ბოლოების მცირედით შეჭრაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თმამ სრულიად ახალი სიცოცხლე, ბზინვარება და ჯანსაღი იერსახე დაიბრუნოს.
თმის პერიოდული განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა სტილისტმა მანუელ ოსიპოვმა პოდკასტში "ყველაფერი სილამაზეზე".

„რაც არ უნდა გიყვარდეს გრძელი თმა და გქონდეს სურვილი მუდმივად გრძელი გქონდეს, თმა ყველა შემთხვევაში განახლებას ითხოვს. განსაკუთრებით ითხოვს განახლებას თმის ბოლოები.
თმა, რაც უფრო გრძელია, თავიდან ბოლომდე კვებას მით უფრო ვერ ახერხებს... რაც არ უნდა მივეხმაროთ თმის მოვლის პროდუქტებით, ფიზიკურად მაინც ვერ მოასწრებს ძირიდან ბოლომდე გამოკვებას და ბოლოები ყოველთვის უფრო მშრალი იქნება...

სახლის პირობებში თმის მოვლა, თავისთავად აუცილებელია. კანის ტიპისა და თმის სტრუქტურის მიერ შერჩეული პროდუქცია, რა თქმა უნდა სასარგებლოა, მაგრამ მინიმუმ 6-8 კვირაში ერთხელ განახლება, აუცილებელია.
გაჩნია კიდევ თმის სტრუქტურას, გაჩნია ადამიანი როგორ უვლის თავის თმას. თმა ყოველთვის სტრესის ქვეშ არის და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

6-8 კვირაში ერთხელ რომ განახლდეს თმის ბოლოები, თუნდაც ძალიან მცირე ზომით, მოიჭრას დაზიანებული თმა და "ბოლოჭამიები" - ეს ძალიან კარგია. განახლებული თმა ვიზუალურადაც საერთოდ სხვანაირი ხდება. რომ შეხედავ, სულ სხვა ხარისხია, მეტი ბზინვარება აქვს.
მე ხშირად ვამბობ, რომ თმისთვის ყველაზე მაგარი წამალი ეს არის მაკრატელი," - ამბობს სტილისტი.
08/10/2026