სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფეისბუქგვერდი Discover the Universe სამედიცინო და მეცნიერული ტიპის სიახლეებს გვიზიარებს. ახლახან გვერდზე პომადასთან დაკავშირებული საგანგაშო კვლევა დაიდო. დღესდღეობით წარმოებულ ამ კოსმეტიკურ პროდუქტში აღმოჩენილია მძიმე მეტალი - კადმიუმი.
აი, რას წერს გვერდი.
"ბოლო დროინდელმა კვლევამ საგანგაშო მონაცემები გამოავლინა - პომადის ყველა შემოწმებულ ნიმუშში კადმიუმის, მძიმე ტოქსიკური მეტალის არსებობა დამტკიცდა.

ეს აღმოჩენა, კოსმეტიკური ინდუსტრიის სფეროში, ცნობიერების ამაღლების აუცილებლობასა და საჭიროებას აყენებს.
კადმიუმი ცნობილი კარცეროგენია და მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ჯანმრთელობას. ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის, ფილტვების სერიოზული დაზიანება, ძვლების დემინერალიზაცია და ჰორმონალური დარღვევები. კადმიუმის დაგროვება ორგანიზმში მავნე და საშიშია.
კადმიუმის არსებობა პომადაში შემაშფოთებელია, რადგან ეს პროდუქტები პირდაპირ ტუჩებზე ისმება, თხელ კანზე, საიდანაც ნივთიერებები უფრო ადვილად შეიწოვება. გარდა ამისა, პომადის მცირე რაოდენობით ხშირმა მიღებამ ჩვეულებრივი აქტივობების დროს, როგორიცაა ჭამა ან სმა, შეიძლება გამოიწვიოს კადმიუმის დაგროვება ორგანიზმში. კადმიუმის მეტალი იწვევს კუჭის და ფილტვის კიბოსა და თირკმლის დაავადებებს.
ეს სიტუაცია ხაზს უსვამს მომხმარებელთა ცნობიერების მნიშვნელობას და კოსმეტიკური ინდუსტრიის უფრო მკაცრი რეგულაციების საჭიროებას. მომხმარებლებს ვურჩევთ, ტუჩსაცხები სანდო ბრენდებისგან აირჩიონ, რომლებიც იცავენ უსაფრთხოების სტანდარტებს და ყურადღებით იყვნენ კოსმეტიკაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ."

11/03/2025