Logo

ჯანმრთელობა

რატომ არის საჭირო D ვიტამინის კალციუმთან და K2-თან ერთად მიღება?

რატომ არის საჭირო D ვიტამინის კალციუმთან და K2-თან ერთად მიღება?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

„მეცნიერები დავობენ საჭიროა თუ არა კალციუმის მიღება D ვიტამინთან ერთად. ვერ აუზომიათ რა უკეთესია, მიიღო კალციუმი ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად, თუ მოვერიდოთ ზედმეტ კალციუმს, რომელიც სისხლძარღვების კალციფიკაციას იწვევს,” - ამბობს ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი მარინე ძაგნიძე, რომელიც უკვე 25 წელია ამერიკაში ცხოვრობს და საკუთარ სამედიცინო გამოცდილებას გამომწერებს სოციალური ქსელის საშუალებით უზიარებს.

„რას შვება D ვიტამინი? კალციუმი მიჰყავს ძვალსახსროვან სისტემამდე. ბავშვებში ხელს უწყობს ძლიერი ძვალ-სახსროვანის სისტემის ჩამოყალიბებას.ხოლო ასაკში ხელს უშლის ოსტეოპოროზის გაჩენას.

დე ვიტამინი

როცა D ვიტამინი, კალციუმს ძვალსახსროვან სისტემამდე მიიყვანს და მთლიანად მოამარაგებს, მერე ზედმეტი კალციუმი სისხლძარღვებში მიჰყავს. სწორედ ამის შედეგად ხდება სისხლძარღვების კალციფიკაცია, რაც ცუდია.

აი, ამ დროს ერთვება საქმეში ვიტამინი K2, რომელსაც ეს ზედმეტი კალციუმი სისხლძარღვებიდან გამოჰყავს.

ამიტომ დაიმახსოვრეთ, D ვიტამინი, კალციუმი და K2ერთად უნდა მივიღოთ,“ - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

11/27/2025