სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სეზამი, იგივე ქუნჯუთი მცენარეთა გვარია, რომელიც ოცზე მეტ სახეობას აერთიანებს. კულინარიაში უმეტესად ინდურ სეზამს იყენებენ.
მცენარე ერთიდან ორ მეტრამდე სიმაღლისაა. აქვს თეთრი, ვარდისფერი ან ჭრელი ყვავილები. ნაყოფი მოგრძო ფორმისაა, როცა მწიფდება, სკდება და იქიდან თესლი ცვივა.
თესლი სეზამის ერთადერთი ნაწილია, რომელიც იჭმევა.
ზოგ სახეობას მოთეთრო-მოყვითალო თესლი აქვს, ზოგს – ყავისფერი ან შავი. თეთრი სეზამის გემო უფრო ნაზი და ნეიტრალურია, შავისა კი – უფრო თხილისებური.

სეზამი 52% ცხიმისგან, ხოლო 32% მცენარეული ცილისგან შედგება. ის ძალზე კალორიულია – 100 გრამი პროდუქტის კალორიულობა 560 კკალორიაა. დღეში მხოლოდ 1,5 სუფრის კოვზის გამოყენება შეიძლება.
სეზამს თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სამკურნალო თვისებები გააჩნია.
აბრკოლებს კუჭის, მსხვილი ნაწლავისა და ძუძუს კიბოს განვითარებას.
არის კარგი პროფილაქტიკური საშუალება ოსტეოპოროზისა და ბარძაყის ყელის მოტეხილობისთვის.
აუმჯობესებს ასთმითა და ბრონქიტებით დაავადებულების მდგომარეობას.
არეგულირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს.
ადუნებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას.
ხსნის რევმატულ ტკივილებს, შეშუპებას.

სეზამის გამოყენება არ შეიძლება ასთმითა და ალერგიით დაავადებულებისათვის.
დღეში სამ ჩაის კოვზზე მეტი სეზამის თესლის მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს კოლიტი, ქრონიკული დიარეა ან მსხვილი ნაწლავის კიბო.
აფრიკისა და აზიის ქვეყნებში სეზამის თესლი ერთ-ერთი საყვარელი კულინარიული ინგრედიენტია. მას მოხალულსაც იყენებენ და მოუხალავსაც.
შავი სეზამისგან უმეტესად ზეთს ამზადებენ, კერძებს კი უფრო ხშირად თეთრით აზავებენ.

თეთრი სეზამის თესლი შეიძლება მიირთვათ უმი ან შემწვარი სახით. ის შეიძლება დაემატოს სალათებს, სოუსებს, ნამცხვრებს და სხვა კერძებს. ჩინეთში, იაპონიასა და არაბულ ქვეყნებში მისგან პასტა ტაჰინის ამზადებენ, რომელიც პოპულარული საკაზმი და გარნირია.
11/14/2025