Logo

ეს გემრიელია

რატომ აცხობენ 2 თებერვალს საფრანგეთში ოქროსფერ კრეპებს?

რატომ აცხობენ 2 თებერვალს საფრანგეთში ოქროსფერ კრეპებს?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იცოდით, რომ 2 თებერვალი საფრანგეთში ოქროსფერი კრეპების დღეა?

რატომ აქვს კრეპებს მრგვალი ფორმა, რა ჩვეულებებს უკავშირებენ ფრანგები Chandeleur-ს და როგორ მოვამზადოთ ნამდვილი ფრანგული კრეპები?
ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მოყვარული კულინარი გვანცა ძნელაძე საკუთარ კულინარიულ გვერდზე "გემო" წერს.

გვანცა ძნელაძე:

საფრანგეთში, 2 თებერვალი - Chandeleur - ოქროსფერი კრეპების დღეა.

სახელი Chandeleur ლათინური სიტყვიდან მოდის - candela - „სანთელი“.
ძველად, ამ დღეს, სინათლისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოდ, სანთლებს ანთებდნენ. შემდეგში ამ დღემ, ხალხში ძალიან გემრიელი მნიშვნელობა შეიძინა.

კრეპების მრგვალი ფორმა და ოქროსფერი ზედაპირი მზესა და ნაყოფიერ წელს აღნიშნავდა.

ამბობდნენ, თუ მონეტას დაიჭერდი ხელში და კრეპს ისე გადააბრუნებდი, რომ მონეტა ხელიდან არ ჩამოვარდნილიყო, წელი ფინანსურად წარმატებული იქნებოდა.
გიზიარებთ უნაზესი და უგემრიელესი კრეპების რეცეპტს. ამ რეცეპტით ისეთი კრეპი გამოდის, რომელიც იდეალურად ეწყობა მარილიან კარამელსა და ნაღებს.

ინგრედიენტები:

2 ც. მანდარინი

2 ც. კვერცხი

2 ს.კ. შაქარი

50 გრ. კარაქი (გამდნარი)

300 გრ. ფქვილი

550 მლ. რძე

ავტორი: ზმნა

02/03/2026