სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„რატომ ბრუნდება წონა დიეტის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფად?“- ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც დიეტებისა და შეზღუდვების შედეგად წონაში დაკლების შემდეგ ყველაზე მეტად გვაინტერესებს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ შემთხვევათა უმეტესობაში, ჩვენი ბრალეულობა მცირეა. პრობლემის გასაღები კი ჩვენი ორგანიზმის თავისებურებაშია.

ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგი ვახტანგ ედიშერაშვილი განმარტავს, რატომ იმატებენ წონაში ადამიანები დიეტის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფად.
"ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ადამიანები წლების განმავლობაში ეჯახებიან.
დიეტა → წონის დაკლება → სიხარული → რამდენიმე თვეში ისევ მომატება… და ხშირად უფრო მეტიც, ვიდრე თავიდან იყო.
ბევრი ამ დროს საკუთარ თავს ადანაშაულებს: „არ მქონდა ნებისყოფა“, „ვერ შევძელი შენარჩუნება“... მაგრამ სიმართლე ის არის, რომ პრობლემა ხშირად თქვენში საერთოდ არ არის.
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ადამიანი მკვეთრად ამცირებს კალორიებს?
ორგანიზმი ამას აღიქვამს როგორც საფრთხეს.
შედეგად:
• ძლიერდება სურვილი მაღალკალორიულ საკვებზე;
ანუ სხეული პირდაპირ ცდილობს დაკარგული წონის დაბრუნებას.

რატომ ბრუნდება წონა უფრო სწრაფად?
ყოველი მკაცრი დიეტის შემდეგ:
• ცხიმი უფრო სწრაფად გროვდება;
ამიტომ შემდეგი მცდელობა ყოველთვის უფრო რთულია.
ბევრი ფიქრობს: „უნდა ვჭამო კიდევ უფრო ცოტა“... მაგრამ პრობლემა ხშირად დიეტაში კი არა, არასწორ მიდგომაშია. ზედმეტი წონა ბევრ შემთხვევაში უკვე მეტაბოლური პრობლემაა, რომელსაც მხოლოდ დროებითი დიეტებით ვერ მოაგვარებ.
რა არის სწორი გზა?
სტაბილური შედეგი მიიღწევა მაშინ, როცა:
გახსოვდეთ, პრობლემა ყოველთვის არ არის ნებისყოფაში. ზოგჯერ პრობლემა არის მეთოდში," - ამბობს ქირურგი.
05/13/2026