Logo

რატომ ჩნდება აკნეს ნაწიბურები და რა ზრდის მათი განვითარების რისკს? - დერმატოლოგი ნანა ადამია

რატომ ჩნდება აკნეს ნაწიბურები და რა ზრდის მათი განვითარების რისკს? - დერმატოლოგი ნანა ადამია

06/18/2026

ტექსტის ზომა

აკნე მხოლოდ დროებითი კოსმეტიკური პრობლემა არ არის. ბევრისთვის ყველაზე რთული ეტაპი მაშინ იწყება, როდესაც გამონაყარი ქრება, მაგრამ მის კვალს კანი წლების განმავლობაში ინახავს.
აკნეს შემდეგ დარჩენილი ნაწიბურები არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ თვითშეფასებაზეც ახდენს გავლენას და მათი კორექცია ხშირად გაცილებით რთულია, ვიდრე თავად აკნეს მკურნალობა. სწორედ ამიტომ დერმატოლოგები ხაზს უსვამენ, რომ აკნეს დროს მთავარი მიზანი მხოლოდ გამონაყარის შემცირება არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ანთების დროული კონტროლი და კანის დაცვა, რათა ნაწიბურების წარმოქმნა თავიდან ავიცილოთ.

ნანა ადამია

როგორ ჩნდება აკნეს ნაწიბურები და რა ზრდის მათი განვითარების რისკს? ამ კითხვებზე დერმატოლოგი ნანა ადამია საუბრობს.


"აკნეს ნაწიბურები ჩნდება მაშინ, როდესაც ანთება კანის ღრმა ფენებს აზიანებს და კოლაგენის სტრუქტურას არღვევს. პრობლემა მხოლოდ გამონაყარი არ არის, მთავარი საფრთხე ხანგრძლივი და ძლიერი ანთებაა. თუ კანი დაზიანებულ ქსოვილს სრულყოფილად ვერ აღადგენს, შეიძლება დარჩეს ჩაღრმავებული ან ამობურცული ნაწიბურები.

აკნე

გამონაყარის ხელით წვალება და დაზიანება მნიშვნელოვნად ზრდის ნაწიბურების წარმოქმნის რისკს. ამიტომ აკნეს მკურნალობის მთავარი მიზანი არა მხოლოდ გამონაყარის შემცირება, არამედ ანთების დროული კონტროლი და კანის დაცვაა," - ამბობს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

აკნედერმატოლოგინანა ადამიანაწიბურებირისკი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026