Logo

ტაბლოიდი

რატომ დაიწყო ქსოვა გიორგი მარგველაშვილმა

რატომ დაიწყო ქსოვა გიორგი მარგველაშვილმა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გია მარგველაშვილის ფოტო, სადაც ის საქსოვი ჩხირებით არის, გემახსოვრებათ; ინტერნეტით რომ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა და ხუმრობის საგნად იქცა. რადიოთავისუფლების პროექტში "რვა ფოტო არქივიდან" ის ამ ეპიზოდს იხსენებს.

გიორგი მარგველაშვილი: რა შეიძლება პოლიტიკაში აღმოჩნდეს კომპრომატი :)

ამ ფოტოსთან დაკავშირებით ძალიან ხშირად მეკითხებოდნენ, ხშირად - უცხოეთშიც. მე რეალურ ამბავს ვყვებოდი. ერთი პერიოდი ძალიან ინტენსიურად ვქსოვდი. ახლა არაფერი მახსოვს. ქსოვის დაწყების მიზანი იყო, სიგარეტისთვის თავის დანებება მინდოდა.

სადღაც გავიგე, რომ ეს მოტორიკის თემაა. იმიტომ კი არ ეწევი, რომ გინდა, რეალურად, ხელები არ იცი სად წაიღო და ამიტომ ეწევი. ვიღაცამ მირჩია - ქსოვეო. დავიწყე ქსოვა. ძალიან სასაცილო იყო. შეხვედრების დროს, მედო ძაფი და ჩხირები. და სიტუაცია რომ დაიძაბებოდა, სიგარეტის ნაცვლად, ჩხირებს ვიღებდი და აბა, ახლა ხელახლა მითხარით, რას ლაპარაკობთ-მეთქი და ვიწყებდი ქსოვას.

ყველა იმ ადამიანს, ვინც ცდილობს ქსოვით სიგარეტს თავი დაანებოს, უნდა გითხრათ, რომ არა! ეს ასე არ მუშაობს. მივხვდი, რომ ამას აზრი არ აქვს.

ავტორი: ზმნა

06/03/2026