Logo

რელიგია

რატომ ვამზადებთ ხორციელის შაბათს კორკოტს?

რატომ ვამზადებთ ხორციელის შაბათს კორკოტს?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

14 თებერვალს ქართულ მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.

„ხორციელის“ შაბათი, ანუ „კორკოტობა“ დიდმარხვის დაწყებამდე, ბოლო შაბათს აღინიშნება და მას ყველიერის კვირა მოსდევს.

ბიბლიური თქმულების მიხედვით, კონსტანტინოპოლის მეფემ, იულიან განდგომილმა ქრისტე უარყო და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ ქალაქის თავს უბრძანა, მთელი კვირის განმავლობაში, ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა.

იულიანი

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი და ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იღებდნენ.

კორკოტი

ასე გადაურჩნენ მარხვის დარღვევას მორწმუნენი. მას შემდეგ, დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული და ამ დღეს მორწმუნეები კორკოტს, ანუ წანდილს ხარშავენ.

ავტორი: ზმნა

02/13/2026