Logo

ყველაფერი ბავშვებზე

რატომ გახდნენ ახალგაზრდა მამები უფრო აქტიურები და მზრუნველები შვილების მიმართ? - პედიატრის განმარტება

რატომ გახდნენ ახალგაზრდა მამები  უფრო აქტიურები და მზრუნველები შვილების მიმართ? - პედიატრის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თანამედროვე ოჯახებში, მამის როლი და ჩართულობა შვილების აღზრდის საკითხში, აშკარად გაზრდილია. ის, რაც წლების წინ იშვიათობა იყო, დღეს ჩვეულებრივ რეალობად იქცა. ახალგაზრდა მამები, აქტიურად ერთვებიან შვილების აღზრდაში და „მკაცრი და ცივი“ მამის როლიდან, სულ უფრო მეტად გამოდიან.
ექიმი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სწორედ ამ ცვლილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თანამედროვე მამების ტრანსფორმაცია განსაკუთრებით თვალში საცემია. მისი თქმით, დღეს მამებს გაცილებით უკეთ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ბავშვის ემოციური სტაბილურობის, თვითშეფასებისა და პიროვნული განვითარების პროცესში.

ინგა მამუჩიშვილი

"გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ თანამედროვე მამების ტრანსფორმაციით ჩვენს სოციალურ ცხოვრებაში!

მოდი, განვიხილოთ ძირითადი მიზეზები, რატომ გახდნენ ახალგაზრდა მამები უფრო აქტიურები და მზრუნველები შვილების მიმართ.

ჩემეულ ხედვებს მოგახსენებთ:

ცნობიერების ზრდა მშობლობის როლზე - დღეს მამებს უკეთ ესმით, რომ შვილზე გავლენას მხოლოდ დედა არ ახდენს, მამა-ემოციური სტაბილურობის, თვითშეფასებისა და პიროვნული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ტრადიციული როლების რღვევა - ადრე მამა ითვლებოდა მომმარაგებელად და დისტანციურ ავტორიტეტად. ახლა ოჯახები უფრო თანასწორ პარტნიორობაზეა აგებული - ქალი ხშირად მუშაობს, მამა კი აქტიურად ერთვება აღზრდაში.

მამა-შვილი

მამა დღეს შეიძლება იყოს: საძინებლის ზღაპრის მკითხველი, ექიმთან წამყვანი, საბავშვო ბაღის შეხვედრაზე დამსწრე...

მამები აბანავებენ ხშირად, უცვლიან საფენებს და ა.შ...

კულტურული და მედიაგავლენები სოციალური მედია, ფილმები და წიგნები ახლა ცვლიან მამის "იმიჯს".

ადრე "ხისტი მბრძანებელი", ახლა მთელ გულით მოტივირებული, მზრუნველი ფიგურა.

ემოციური თვითგამოხატვის მიღწევა - თანამედროვე მამები მეტად და თამამად გამოხატავენ სიყვარულს ღიად(ადრე რატომღაც დაკომპლექსებულები იყვნენ).

მამა-შვილი

საკუთარი ბავშვობის კომპენსაცია - ბევრმა მამამ საკუთარ ბავშვობაში იგრძნო ემოციური დისტანცია მამისგან(იყო ეს და ვერსად ვერ გავექცევით)ამიტომ ცდილობენ:

აკეთონ ის და ისე,როგორც უნდოდათ რომ მისთვის გაეკეთებინათ, მას მოქცეოდნენ!

ეს ფსიქოლოგიური თვითშესწორების მექანიზმია.

თანამედროვე მამობა აღარ არის მხოლოდ მოვალეობა -ეს არის თვითგამოხატვა და სიყვარულის მაქსიმალური რეალიზება!

დედიკოებს არ ეწყინებათ,დედის როლი არასდროს შეცვლილა!

ხომ გაგიგიათ თანამედროვე გამონათქვამი - "დედა დედაა, მამა მამაა..."

მიყვარხართ ახალგაზრდა მშობლებო და მომწონს თქვენი ხედვები," - წერს ინგა მამუჩიშვილი.

ავტორი: ზმნა

05/17/2026

ინგა მამუჩიშვილიმამა-შვილიმამის როლიტრანსფორმაცია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024