Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ გღალატობს მამაკაცი მაშინაც კი, როცა გეფიცება, რომ უყვარხარ?

რატომ გღალატობს მამაკაცი მაშინაც კი, როცა გეფიცება, რომ უყვარხარ?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ათასობით ქალს, რომელსაც უღალატეს, ტანჯავს კითხვა - როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და თან გულს სტკენდე იმას, ვინც შენთვის ძვირფასია?
როცა ღალატის წინაშე დგები, პირველი, რაც თავში გიტრიალებს, არის განცდა, რომ შენ არ ხარ საკმარისი. თუმცა, ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ ღალატი თითქმის არასდროს არის პარტნიორის „არასაკმარისობის“ ბრალი.

ღალატი


მაშინ რატომ დგამს მამაკაცი ამ ნაბიჯს მაშინაც კი, როცა ირწმუნება, რომ შენს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია? რატომ ხდება სიტყვები და საქმე ერთმანეთის საპირისპირო?
ფსიქოლოგი გიორგი რაზმაძე ასახელებს 4 მიზეზს, რომელმაც მამაკაცს შესაძლოა ღალატისკენ უბიძგოს, მაშინაც კი, როცა მას თქვენთვის გულის ტკენა არ სურს.

"რატომ გღალატობს მამაკაცი მაშინაც კი, როცა გეფიცება, რომ უყვარხარ?

1. შენთან სიმშვიდეს პოულობს, მაგრამ სხვასთან ახალ ემოციებს ეძებს;

2.არ სურს შენი დაკარგვა, თუმცა საკუთარ სურვილებს შენს გრძნობებზე წინ აყენებს;

ღალატი

3.პრობლემების მოგვარების ნაცვლად, პასუხისმგებლობას გაურბის და ყველაზე მარტივ გზას ირჩევს;

4. ღალატი ხშირად სიყვარულის ნაკლებობაზე კი არა, მის შინაგან სიცარიელესა და ემოციურ უმწიფრობაზე მიუთითებს;


მამაკაცი შეიძლება სიყვარულს გეფიცებოდეს, მაგრამ თუ მისი ქცევა მუდმივად ტკივილს გაყენებს, სიტყვები არაფერს ნიშნავს. სიყვარული ქცევით მტკიცდება და არა სიტყვებით," - ამბობს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

07/05/2026